• რეკლამა
  • კონტაქტი
02:07, ოთხშაბათი, 12 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბანკებმა ტურისტულ კომპანიებს სესხების გადავადების რესტრუქტურიზება შესთავაზოს

ალია ავტორი - ალია
14:18 03-06-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

კორონავირუსის გამო, ტურიზმის სფეროსა და ზოგადად ეკონომიკაში არსებული გამოწვევების დასაძლევად ,,ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას 5 ახალ ინიციატივას სთავაზობს. მათ შორისაა, ამ სექტორში საბანკო სესხების რესტრუქტურიზაციის საკითხი და ზოგიერთი გადასახადის გადახდის გადავადება.

აღნიშნულის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ოპოზიციური პარტიის შეთავაზება ასე გამოიყურება:

1. გამოცხადდეს მორატორიუმი ტურიზმის სექტორში მიმდინარე წელს საშემოსავლო და ქონების გადასახადის გადახდაზე და მოხდეს მათი განაწილება 2021 წელზე;

2. 100 000 – 165 000 ლარამდე გაიზარდოს დეღეგეთი დასადები  ბრუნვის წლიური ჯამური თანხის ზედა ზღვარი;

3. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე სუბიექტები, რომელთა წლიური ბრუნვა არ  აღემატება 500 ათას ლარს, 2020 წლის განმავლობაში დაიბეგრონ 0%,  განსხვავებით არსებული 1%-იანი განაკვეთისა;

4. მოხდეს 2020 წლის ბიუჯეტის კორექტირება და ნაერთი ბიუჯეტის ხარჯები  შემცირდეს, ზოგიერთი სახის გადასახადის გადახდის გადავადებისა და  განაკვეთების ცვლილების გამო;

5. საქართველოს საბანკო სისტემას ეთხოვოს, კრიზისულ ვითარებაში მყოფი  ტურისტული კომპანიების სესხების გადავადების რესტრუქტურიზების შესახებ.

გოცირიძის თქმით, ამ წინადადებებს ისინი ხელისუფლებას იმიტომ სთავაზობენ, რომ კორონავირუსის გავრცელამ სერიოზული პრობლემა შეუქმნა საქართველოში ეკონომიკის ზოგიერთ დარგს, განსაკუთრებით კი, მძიმედ ტურიზმის სექტორზე აისახა.

მისივე თქმით, მათი რეკომენდაციები მთავრობისთვის „მძიმე შესასრულებელი არ იქნება“

“ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, თუ როგორ განვითარდება პროცესები. არ არის ადვილი იმ უარყოფითი შედეგების პროგნოზირება, რაც კორონავირუსმა შეიძლება გამოიწვიოს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. აუცილებელია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ საგანგებო ზომები იქნას გატარებული, რათა პირველ რიგში, ზემოქმედება მოვახდინოთ ისეთ სფეროზე, როგორიც არის ტურიზმი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის 10% შეადგენს და რომელზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ქვეყნის სავალუტო შემოდინებები.

ვიცით რა, რომ დღეს ტურიზმის წარმომადგენლები ხვდებიან მთავრობას და  გარკვეულწილად მათი პოზიციები და ჩვენი ხედვები ერთამენთს ემთხვევა,  თუმცა ჩვენი მიდგომები არის უფრო კომპლექსური და არ ეხება მხოლოდ  ტურიზმს.

ამ ვითარებამ შესაძლოა, ტურიზმის მომიჯნავე დარგებიც დააზიანოს, როგორიც არის გადაზიდვები, ტრანსპორტი, კვების სექტორი და განსაკუთრებით  მძიმე გავლენა შეიძლება, მოახდინოს მცირე ბიზნესზე, რომელიც პირდაპირ  არის დაკავშირებული ტურიზმთან.

ჩვენი რეკომენდაციები ძირითადად შეეხება მხოლოდამხოლოდ მორატორიუმს, ანუ ამ ერთი წლის განმავლობაში გასატარებელ დროებით ზომებს. ეს არ უნდა იყოს მთავრობისათვის მძიმე შესასრულებელი“, – განაცხადა გოცირიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved