დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კოვიდგადატანილისთვის უვადო მწვანე სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება შესაცვლელია.
“ჩვენც გვაქვს უკვე ქვეყანაში 5 000 შემთხვევა რეინფიცირების, ასე, რომ კოვიდის გადატანა, სამწუხაროდ, არ იძლევა გარანტიას იმის, რომ კოვიდი არ დაგემართება. კიდევ დაგროვდება სამეცნიერო მტკიცებულებები და იმედი მაქვს, რომ ეს შეიცვლება. ჩემი აზრით, შესაცვლელია”, — განაცხადა იმნაძემ.
კომენტარები