ახალგაზრდა კაცი, რომელიც გუშინ ხიდან ჩამოვარდა, დაიღუპა. სამწუხარო ინფორმაციას „გურია ნიუსი“ ავრცელებს.
„რა ეშველება ახლა მის სამ ობოლს. დღე და ღამე მუშაობდა, რომ ოჯახი ერჩინა. საცოდაობაა. თვითონაც ობლად, უდედოდ გაიზარდა. რა ბედი ჰქონიათ. უბედური მამამისი, რა გააძლებინებს”, – ამბობს „გურია ნიუსთან“ ოჯახის ახლობელი.
უბედური შემთხვევა ჩოხატაურში მოხდა. 45 წლამდე კაცი ე.წ. “დრუჟბით” მუშაობდა, რა დროსაც ხიდან ჩამოვარდა.
კომენტარები