ტრაგედია მოხდა დედოფლისწყაროში – 42 წლის ლევან მელიქიშვილის ბინაში დამონტაჟებულმა კუსტარულმა ღუმელმა გაჟონა და მოხდა აფეთქება. – ინფორმაციას დედოფლისწყაროს ახალი ამბები ავრცელებს.
დაზარალებული სასწრაფომ გადაიყვანა რაიონულ კლინიკაში.
“დაზარალებულს აღენიშნებოდა 80_90 პროცენტი დამწვრობა,ავადმყოფი სასწრფოდ იქნა გადაყვანილი დამწვრობის ცენტრში,ამბობს კლინიკის ხელნძღვანელი ხათუნა აგლაძე.
გაზიფიკაცის უფროსი თემურ გოგილაშვილი ამბობს,რომ ოჯახის წევრების ინფორმაციით მელიქიშვილმა ბოლო დროს თვითნებურად მიაერთა კუსტარული ღუმელი.
სამწუხარიდ,დამწვრობა სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა და ლევან მელიქიშვილი გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა 27 თებერვალს მოხდა.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს გამოძიება.














კომენტარები