• რეკლამა
  • კონტაქტი
20:23, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

4 წლის თავზე მაინც გამოიძიეთ ჩემი შვილის დახვრეტის ამბავი – ნიკო კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
12:16 09-15-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,176

4 წლის თავზე მაინც გამოიძიეთ ჩემი შვილის დახვრეტის ამბავი – ამ სიტყვებით მიმართავს თბილისში მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა ირაკლი კობახიძეს.

დღეს ნიკო კვარაცხელის მკვლელობიდან 4 წელი გავიდა. იზა ომაძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ამ წლების განმავლობაში ჯოჯოხეთს გადის.

იქნებ დადაგა დრო კვამლის გამოშვებისა? – მიმართავს კვარცხელიას დედა “ოცნების” ხელისუფელბას.

თქვენმა წინამორბედებმა შეიზილეს ეს საქმე, თქვენც იგივეს აპირებთ ბატონო ირაკლი? – წერს სოცილაურ ქსელში იზა ომაძე.

“მე  სასტიკი ტკივილი და უსამართლობა არ მასვენებს, როგორც ხუთი შვილის დედას, ნიკოს დედას, ის ნიკო არ მასვენებს ბევრმა თქვენთაგანმა, სრულიად უცხო ადამიანმა რომ შეიყვარა, ნიკო რომელიც სულში ჩამისახლდა, ორი სულის ამბავი ყველა დედამ იცით, ნურც მხნეობას მისურვებთ, რადგან ღმერთმა უკეთ იცის როგორ შემეწიოს, აი ასე თუნდაც ერთი სიტყვით დაწერეთ:

გამოიძიეთ !!!
გამოიძიეთ ნიკო კვარაცხელიას დახვრეტის ამბავი!!!
ოთხი წლის თავზე მაინც!!!
თუ არა და  ყველაფერი ნათელია!!!!
“ამაღამდელო ღამეო,
ნურც გათენდები მალეო.”
არადა ალბათ რამდენი ადამიანი სიხარულით ელოდება განთიადს!!!
ოთხი წელი გადის, ჯოჯოხეთური ოთხი წელი,  2021 წლის15 სექტემბრიდან!!!
საბჭოური ბინძური ხერხით მოფიქრებულმა, გასროლილმა ტყვიამ, დენთის კვამლი, მომწამლელი კვამლი დააყენა ფიქრის გორაზე!!!
ბევრმა ეს კვამლი ნაცნობმა თუ უცნობმა, პირში დაიგუბა, პირ-ში!
მინდა დავსვა კითხვა და შეგახსენოთ, ხელისუფალნო, თავის უფალნო, მეგობრებო, იქნებ დადაგა დრო კვამლის გამოშვებისა???
ღმერთო როგორ გელოდებით , რომ თქვა:
“იქმნას ნათელი!
და მოჰფინო ნათელი ყველფერს და ყველასთვის !
ბატონო პრემიერო იქნებ მოიკითხოთ ახალგაზრდა ბიზნესმენი ნიკო კვარაცხელიას საქმე, როგორც კი 18 წლის გახდა კომპანია დაარეგისტრირა!
ორმა  ტერორისტმა, უსულომ, უგულომ და ურწმუნომ , დახვრეტა რა თქმა
უნდა შეკვეთით, რადგან
არცერთი მათგანი არ იცნობდა ნიკოს, საქმე გამოუძიებელია!!!
ვერ შეირჩენს ამ საქმე ვერცერთი ხელისუფალი!!!
თქვენმა წინამორბედებმა შეიზილეს ეს საქმე , წერილი მათაც მივწერე, პასუხი არ დამიბრუნეს!
სად არიან????
აღარ არიან ხელისუფალნი!!!
თავის უფალნიც ვეღარ არიან, ვეღარ!!!
მხოლოდ დრონი მეფობენ, პრემიერო დრო-ნი!!!
თქვენც იგივეს აპირებთ ბატონო ირაკლი???
უსაშველოდ გვენატრები შვილო ნიკო!!!
იცოდე რომ ჯოჯოხეთს გადის შენი ოჯახი უშენოდ!!!!
და უსამართლობაში!!!”- წერს ნიკო კვარაცხელიას დედა. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved