გურჯაანის მუნიციპალიტეტში, კერძო საცხოვრებელი სახლის ეზოში განთავსებულ საბანაო აუზში ოთხ წლამდე ბავშვი დაიხრჩო.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბავშვი , სავარაუდოდ, ოჯახის წევრებს გაეპარა, თუმცა, ზუსტად რა გარემოებებში მოხდა ტრაგედია, ჯერჯერობით უცნობია.
გარდაცვლილის ოჯახში ამ წუთებში სამართალდამცველები მუშაობენ.
კომენტარები