• რეკლამა
  • კონტაქტი
14:13, ორშაბათი, 26 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

4 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე 13 პირს ბრალდება წარედგინა

ალია ავტორი - ალია
12:26 10-26-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე 13 პირს ბრალდება წარუდგინა.

“საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ოთხ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე 13 პირს ბრალდება წარედგინა.

ბრალდებულთა მიერ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთების საერთო ფართობი 11 929 კვადრატულ მეტრს, ხოლო საერთო ღირებულება 1 025 719 ლარს აღემატება.

პირველ საქმეზე გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა ყალბი მიღება-ჩაბარების აქტების დამზადებისა და გამოყენების გზით მართლსაწინააღმდეგოდ დაისაკუთრა სახელმწიფოს კუთვნილი, თბილისში, სოფელ გლდანში მდებარე ორი მიწის ნაკვეთი, რომელთა საერთო ფართობი 1 000 კვადრატული მეტრია, ხოლო საბაზრო ღირებულება 116 000 ლარს აღემატება.

ასევე, საქმეზე ჩატარებული გამოძიების, მათ შორის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლინდა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების გზით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლებისა და თაღლითობაში დახმარების ფაქტები.

მეორე საქმეზე გამოძიებით დადგინდა, რომ რვა ბრალდებულმა სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ყალბი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის გზით, ჯგუფურად, თაღლითურად დაირეგისტრირა თბილისში, სოფელ გლდანში მდებარე, სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთები, რომელთა საერთო ფართობი 2 000 კვადრატული მეტრია, ხოლო ღირებულება 733 760 ლარს შეადგენს. აღნიშნული მიწის ნაკვეთები სრულად გასხვისებულია.

მესამე სისხლის სამართლის საქმეზე ორმა პირმა მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის მიზნით სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა, მარეგისტრირებელი ორგანო შეცდომაში შეიყვანა და მოტყუებით მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჯგორში მდებარე ორ მიწის ნაკვეთს, რომელთა საერთო ფართობი 1 840 კვადრატული მეტრია, ხოლო საერთო ღირებულება 12 912 ლარს შეადგენს.

მეოთხე სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მარეგისტრირებელი ორგანოსათვის განზრახ ყალბი მონაცემების მიწოდების გზით მოტყუებით დაეუფლნენ მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მდებარე, სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთებს, საერთო ფართობით 7 089 კვადრატულ მეტრს, რომელთა საბაზრო ღირებულება 163 047 ლარს შეადგენს.

ამასთანავე, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად აღიკვეთა ზემოხსენებული პირების მიერ ამავე რეგიონში მდებარე, სახელმწიფოს კუთვნილი 10 321 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტები, რომელთა საბაზრო ღირებულება 150 660 ლარია.

საგამოძიებო სამსახური აგრძელებს შესაბამის ღონისძიებებს სხვა მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის კანონიერების შესწავლისა და დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 362-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით, აგრეთვე 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით” – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

12:36 10-26-2026
არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved