• რეკლამა
  • კონტაქტი
20:24, ხუთშაბათი, 11 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

4 ფარმაცევტული კომპანია ნახევარი მილიონით დააჯარიმეს

ალია ავტორი - ალია
14:49 08-07-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
636

კონკურენციის სააგენტომ, ჯანდაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, ოთხი ფარმაცევტული კომპანია  ჯამში 560 ათასი ლარით დააჯარიმა.

დაჯარიმებულები არიან:

  1. შპს გლობალ ცბს – 249 144 ლარით;
  2. შპს კონცეპტ ფარმა, – 21 646 ლარით;
  3. შპს რიჩ გრუპი – 77 936 ლარით;
  4. შპს გეა -210 632 ლარიით;
  • საქმე ეხება სამინისტროს მიერ, 2023 წლის დეკემბერში გასაჯაროებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ფარმაცევტული კომპანიები, მედიკამენტების რეალიზაციას, იმპორტის ფასთან შედარებით, 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით ახდენდნენ.

კონკურენციის სააგენტო, წერს, რომ ოთხი კომპანიის მხრიდან გამოვლინდა, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი, რაც გამოიხატა მედიკამენტებზე, არასამართლიანი და მომხმარებლისთვის ზიანის მომტანი ფასების დაწესებით.

„კომპანიები მედიკამენტების თვითღირებულებაში ითვალისწინებდნენ ისეთ ხარჯებს, რომლებიც არანაირად არ უკავშირდებოდა პროდუქტის რეალურ ფასს – ძვირადღირებული საჩუქრები, ოქროს სამკაულები, სპექტაკლებზე და კულტურულ ღონისძიებებზე მოწვევები, არაფორმალურ გარემოში შეხვედრები, ევროპასა და საქართველოში ძვირადღირებულ სასტუმროებში გამართული კონფერენციები, კოსმეტოლოგიური და სტომატოლოგიური მომსახურება, კანონით გათვალისწინებული ჯარიმები და სანქციები, პრემიუმ კლასის ავტომობილების მომსახურება და სხვა.“ – წერია განცხადებაში.

“კომპანიებმა „საფასო პოლიტიკა უნდა აწარმოონ იმგვარად, რომ ფასის დადგენამდე სააგენტოს განმარტებების შესაბამისად შეაფასონ და გაითვალისწინონ კონკურენციის საწინაღმდეგო რისკები. ჭარბი ფასი არ იყოს არასამართლიანად მაღალი თავისთავად ან/და კონკურენტი პროდუქტის/მომსახურების ფასთან შედარებით” – წერს GCCA.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მოკვლევა ეხება იმ პერიოდს, როდესაც რეფერენტული ფასები ჯერ არ იყო დაწესებული. „დღევანდელი მდგომარეობით, რეფერენტული ფასების ამოქმედებამ მედიკამენტებზე არსებული მაღალი ფასნამატები მნიშვნელოვნად გაანეიტრალა.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

სელფი მობაილი წარმატებით იმტკიცებს რეიტინგს BB-/Stable
ახალი ამბები

სელფი მობაილი წარმატებით იმტკიცებს რეიტინგს BB-/Stable

14:51 12-11-2025
„სიყვარული ბრუნდება, მთავარია გჯეროდეს“ – თიბისის საახალწლო გზავნილი ემიგრანტებისთვის
ახალი ამბები

„სიყვარული ბრუნდება, მთავარია გჯეროდეს“ – თიბისის საახალწლო გზავნილი ემიგრანტებისთვის

12:48 12-11-2025
“ჩუმი პანდემია” – ბაქტერიოლოგიური კვლევა თანამედროვე ლაბორატორიის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა – რას უყვება “ალიას” “ნიუჰოსპიტალსის” ლაბორატორიის ხელმძღვანელი
ახალი ამბები

“ჩუმი პანდემია” – ბაქტერიოლოგიური კვლევა თანამედროვე ლაბორატორიის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა – რას უყვება “ალიას” “ნიუჰოსპიტალსის” ლაბორატორიის ხელმძღვანელი

18:53 12-10-2025
თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი კვირა – 320-ზე მეტი გამარჯვებული და 45 000 ლარამდე გაცემული პრიზები
ახალი ამბები

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი კვირა – 320-ზე მეტი გამარჯვებული და 45 000 ლარამდე გაცემული პრიზები

15:51 12-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved