• რეკლამა
  • კონტაქტი
18:16, ორშაბათი, 30 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“4 ოქტომბრის შემდეგ ეს ეჭვგვარეშე გახდება” – ჩერგოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
18:27 10-03-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,627

“ფედერალისტების” თანადამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:

კუზიანებს ამ ქვეყანაში სამარეში დებს და ასწორებს ხალხი – ბევრი, ძალიან ბევრი ხალხი.

(პოლიტიკურ კუზიანებს ვგულისხმობ, დისკრიმინაციაში არ დამადანაშაულოთ გეთაყვა).

სწორ ნაბიჯებს პოლიტიკოსები დგამენ მხოლოდ მაშინ, როცა პასუხისმგებლობას გრძნობენ და ეშინიათ ხალხის.

ეს პროცესი საქართველოში სტიქიურია და სტიქია არაპროგნოზირებადია.

იმისთვის რომ ეს პროცესი სტიქიური და არაპროგნოზირებადი არ იყოს, ხალხს სჭირდება სისტემა, რომლის ფარგლებშიც ქუჩაში გამოვარდნა არ დასჭირდება ხოლმე პოლიტიკოსებისგან სწორი ნაბიჯების მისაღებად და სისტემის შიგნით შეძლებს მისი პოლიტიკური დაკვეთის რეალიზაციას.

სწორედ ასეთი სისტემისთვის ბრძოლას ვუყურებთ ახლა – მე ვიტყოდი 2019 წლის ივნისიდან, ცვალებადი მოღრუბლულობით, ხანმოკლე და ხანგრძლივი სეტყვით, ქარბუქით …

ქართველი ხალხი, დღეს სტიქიურად იბრძვის ისეთი სისტემისთვის, რომელიც კუზიანებს შიდა სისტემური მექანიზმებით ასწორებს და არა სტიქიით.

4 ოქტომბერი ერთგვარი გამოცდაა, რაც ქართველ ხალხს მოუვლინა განგებამ.

🔻ერთი მხრივ, ივანიშვილს უნდა გავაგებინოთ, რომ ძირი გამოთხრილი აქვს და ახალ რეალობას თვალი გაუსწოროს – წავიდეს;

🔻მეორე მხრივ, ხაზარაძეს უნდა გავაგებინოთ, რომ ფულით ვერ გვიყიდის – ეგ კბილები გამოცვლილია;

🔻 მესამე მხრივ, მიშა სააკაშვილს უნდა შევაგნებინოთ რომ გამარჯვებას ალტერნატივა არ გააჩნია, რომ არანაირი “ან ახლა, ან არასოდეს” ჩვენთვის არ არსებობს, და რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ, როცა არ უნდა გავიმარჯვოთ.

ყველა შეუგნებელს უნდა უნდა შევაგნებინოთ, რომ ქართველები პიროვნების კულტის პოლიტიკას არ მივიღებთ, რომ ქართველები “ავანტყოფი” კი არა, ევროპელი ერი ვართ და ოქროს ჯვრების სავსავით, პოლიტიკის ასავალდასავალიზაციით, ტელევიზიების დამონებით, რუსულ ორგანიზებულ დანაშაულთან ფლირტით და სხვა ქოცური ქრინჯობებით ჩვენს გულს ვერ მოიგებს.

და მე მგონია რომ ჩვენ ამ ყველაფერს შევძლებთ – მე მგონია, რომ 4 ოქტომბრის შემდეგ ეჭვგვარეშე გახდება, რომ თავისუფალი მომავლის მტკიცე იმედს და რწმენას ვერავინ გაგვიცრუებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved