მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე:
„ასეთი უსამართლობის გაგრძელება აღარ შეიძლება. და ერთი რამეც უნდა ითქვას, 4 ოქტომბერი მთავრობამ უკვე წააგო. მათ დაყარეს ფარ-ხმალი, იმიტომ არიან გადასულები ამაზე, იციან, რომ 5-ში დილით ეგენი აღარ იქნებიან. ვის დაიჭერენ, მე დამიჭერენ, რაღაც არ მოეწონებათ ჩემი, რავიცი, სახე ან დილით თმის ვარცხნილობა და ამაზე შეიძლება, დამიჭირონ. კი, ბატონო, მაგრამ ხალხს რას უზამენ? რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება, განვითარდეს, მე თავიდანვე ვიცოდი, როცა ვიწყებდი ამ მოძრაობას, რუსთაველის გამზირს, რომ ასეთ რამ შეიძლებოდა, მომხდარიყო და აი, მოხდა, ხომ ხედავთ. ეს არის უსუსურობის ნიშანი“, – ამბობს პაატა ბურჭულაძე.
კომენტარები