• რეკლამა
  • კონტაქტი
11:27, შაბათი, 14 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“4 დღეში შემოვიდა 20,000 ლარზე მეტი” – როგორ მუშაობს ახალი, “თავისუფლების ფონდი”?

ალია ავტორი - ალია
10:40 05-04-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
170

დავით ჯინჭარაძე, რომელმაც აქციებზე დაჯარიმებულებისთვის ახალი ფონდი შექმნა , პირველი 4 დღის ჩარიცხვების თაობაზე მონაცემებს აქვეყნებს. Facebook პოსტში მითითებულია საიტი, სადაც უნდა დაარეგისტრიროთ ჯარიმა, ასევე ჩარიცხვის მეთოდი.

გაბარებთ ანგარიშს – პირველი გადახდები უკვე გზაშია! ყოველ რამდენიმე წუთში შემოდის ახალი დონაციები და მხოლოდ 4 დღის განმავლობაში შემოვიდა 20,000 ლარზე მეტი. დარეგისტრირდა 31 ჯარიმა.
20,000 ლარი შესანიშნავი შედეგია 4 დღისთვის, თუმცა ყველა შემოსული ჯარიმის დასაფარად ჯამში 372,000 ათასი ლარი იქნება საჭირო. ამიტომ, ამ ეტაპზე მოქალაქეებს თანხას ნაწილობრივ ვუგზავნით. დღეს პირველ სამ ადამიანს გადავურიცხეთ 1,500 ლარი (დამადასტურებელი მასალა ფოტოებში). ჯარიმებს ვამუშავებთ იმის მიხედვით, თუ როდისაა გადასახდელი.
მინდა იცოდეთ, რომ ჯარიმების გადახდა Wise-თი და GoFund.Me-თი ჯერ კიდევ ახალია და პროცესში ბევრ რამეს ვსწავლობთ. მაგალითად, თუ GoFund.Me-თი გადაწყვეტთ დონაციას, გახსოვდეთ რომ ვებ-გვერდი შეგთავაზებთ პროცენტის დატოვებასაც – ეს რომ თავიდან აირიდოთ, უნდა მიუთითოთ 0.0% tip-ი და თქვენი დონაცია სრულად შემოვა ფონდში.
ასევე, საერთაშორისო გადარიცხვებს სჭირდება დრო. თქვენამდე მოსასვლელად საშუალოდ 3 სამუშაო დღეა საჭირო. ასევე, უკვე რამდენჯერმე დროებით გაგვიყინეს თანხდა, თუმცა დამატებითი ვერიფიკაციის გავლის შემდეგ, მალევე აღმოიფხვრა შეფერხებები.

ვმუშაობთ კიდევ უფრო სწრაფი და კომფორტული მეთოდების შემოღებაზე, ასევე ვებსაიტის გამართვაზე დეველოპერებთან. მაგრამ უნდა მოვითმინოთ.

მანამდე, აქციებზე დაიფარეთ სახე და გახსოვდეთ – ჯარიმები ბოლომდე უნდა გაასაჩივროთ.
გახსოვდეთ, ისიამოვნეთ ქოცების ისტერიით :))

  • დაარეგისტრირეთ ჯარიმა ფონდში: http://bit.ly/435bYhA 
  • შეავსეთ ფონდი (ანონიმურადაც): https://gofund.me/4d10bba1 
  • თუ GoFundMe-ს ვერ იყენებთ, Wise: https://wise.com/pay/me/davitj28

“თავისუფლების ფონდის” საბანკო ანგარიში ინგლისშია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით

11:39 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved