ვითხოვთ, რეფორმის უკან გატანას” – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ორშაბათს აქცია დააანონსეს.
სტუდენტები 16 თებერვალს 19:00 საათზე უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან დაიწყებენ შეკრებას და “ოცნების” დაანონსებულ ცვლილებებს გააპორტესტებენ.
სტუდენტები აკადემიური საბჭოსგან, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და აფხაზეთის მთავრობისგან ითხოვენ, დაუყოვნებლივ გაკეთდეს ოფიციალური განცხადება მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
“ჩვენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები ვეწინააღმდეგებით, უნივერსიტეტის ფაქტობრივ გაუქმებას…
📢 საპროტესტო განცხადება
🎓 ჩვენ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, მკაფიოდ და საჯაროდ მოვითხოვთ
აკადემიური საბჭოსგან, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და აფხაზეთის მთავრობისგან დაუყოვნებლივ გაკეთდეს ოფიციალური განცხადება მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დაკავშირებით.
❗ სტუდენტების ინტერესების იგნორირება, დუმილი და პასუხისმგებლობის თავიდან არიდება მიუღებელია, ჩვენ არ შევეგუებით ჩვენი დიპლომების ფარატინა ფურცლად გამოყენებას.
🔥ამასთან ერთად, ჩვენ ვეწინააღმდეგებით
ქართული ოცნება-ს მიერ განხორციელებულ განათლების რეფორმას,
რომელიც არ ემსახურება სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და განათლების ხარისხის გაუმჯობესებას 📚
ჩვენ ველით:
🔹 პოზიციის საჯარო დაფიქსირებას
🔹 სტუდენტების წინაშე პასუხისმგებლობის აღებას
🔹 რეალურ ნაბიჯებს და არა ფორმალურ დუმილს.
🔹 განათლების რეფორმის უკან წაღებას.
⏳✊ სტუდენტების ხმა უნდა იყოს გაგონილი!
დუმილი არ არის პასუხი! 🚫
ჩვენ ვითხოვთ განცხადებას და რეფორმის უკან გატანას — ახლავე!
16 თებერვალს 19:00- ზე ვიკრიბებით მეორე კორპუსთან”, – წერია სტუდენტებსი მიერ გავრცელებულ განცხადებაში.














კომენტარები