• რეკლამა
  • კონტაქტი
03:02, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

ალია ავტორი - ალია
16:08 09-23-2025
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22,357

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ აშშ-დან ესაუბრება საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „ეპიკ ამბასადორის” თავმჯდომარე, კონრად (კოტე) ბაბუნაშვილი.

– ბატონო კოტე, როგორც ამბობენ, ირაკლი  ღარიბაშვილი იმუქრება, არ დამიჭიროთ, თორემ ყველაფერს ფარდას ავხდიო. რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა?

– ერთად „დაიქნიეს“ ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და გომელაური. ბიძინამ ფულის მოტანა მოსთხოვა ყველას და ციხით დაემუქრა. აქ მოხდა ლევან ჯანგველაძის მკვლელობა და ახლა უკვე ფარცხალაძე-რომანოვი გამოდის სააშკარაოზე.  ღარიბაშვილი ამ დროს ემუქრება ბიძინას, რომ ყველაფერს სააშკარაოზე გამოიტანს. მაშ, რა უნდა გამოიტანოს სააშკარაოზე ღარიბაშვილმა? ეს მე გავაკეთე. აი რაზეა საუბარი:

მოვიდა სიმართლის ბოლომდე თქმის დრო !

აქამდე ვთვლიდი, რომ დრო ჯერ არ დამდგარა, რადგან საქართველოს სახელმწიფო ინტერესები არ დამეზიანებინა, მაგრამ ახლა უკვე პირიქით, საქართველოს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების დასაცავად საჭირო, საბაზო ინფორმაცია, რომელიც დაფარული იყო, უნდა გახდეს საჯარო. მოკლედ ჩამოვაყალიბებ, პუნქტებად.

  1. ბიძინას რუსეთისკენ გზა დამწვარი აქვს, რადგან 2021 წლის 30 იანვარს, მას შემდეგ რაც 11 იანვარს პოლიტიკიდან წასვლა გამოაცხადა, მან „ფეესბეს“ რამდენიმე გენერალთან ერთად, რუსი ჰაკერების მეშვეობით მიითვისა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი, ევროპაში გადამალული ფონდი, რომელშიც 3 ტრილიონი ევრო იყო განთავსებული. ოპერაციის პირველმა ნაწილმა წარმატებით ჩაიარა, მაგრამ მეორე ნაწილში გაიჭედა, ფინანსური მონიტორინგის საერთაშორისო სტრუქტურებმა თანხა დააპატიმრეს. ამის შემდეგ ბიძინამ გამართა ვაჭრობა და საერთაშორისო ფინანსური სტრუქტურებისგან ითხოვდა 25 მილიარდ დოლარს, როგორც კუთვნილ ჰონორარს, რომელიც ეკუთვნოდა იმაში, რომ რუსეთს საშინელი ფინანსური ზიანი მიაყენა. ეს თანხა ვერ მიიღო და განაწყენდა აშშ-ზე და დასავლეთზე, ამასობაში, რუსებმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს მას და მის ოჯახსაც დაემუქრენ ამოწყვეტით. ამიტომაც გახიზნა ბიძინამ ოჯახი სამხრეთ კორეაში, ხოლო თავად ჯერ სან-ტროპეში დაბანაკდა, ხოლო მერე დაიწყო ერთი ადგილიდან მეორეში გადაადგილება. თან ვაჭრობდა და მოელოდა, რომ რუსებისგან ამოგლეჯილი ფონდიდან სანუკვარ 25 მილიარდ დოლარიან ჰონორარს მიიღებდა და ახალ ცხოვრებას დაიწყებდა, სულ სხვა დონეზე. ამასობაში კი, რუსებმა საქართველოში მოაწყვეს „ნიკა მელიას დაჭერის ოპერაცია“, რასაც მოყვა გახარიას გადადგომა 2021 წლის 18 თებერვალს, ხოლო საქართველოს პრემიერად რუსებმა (და არა ბიძინამ, როგორც ეს შეცდომით გონიათ) ღარიბაშვილი გამოამწესეს, რითაც ჩაიბარეს რუსული აქტივი – „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, პრემიერის რანგში.
  2. ბიძინა იმიტომაც ვერ იტანს გახარიას, რომ მის გადადგომას აბრალებს 25 მილიარდის მიუღებლობას. ამიტომ ეძახის გახარიას მოღალატეს…
  3. ბიძინა მობრუნდა საქართველოში (დეტალურად ეს ყველაფერი თქვენთან ინტერვიებში მაქვს სხვადასხვა დროს ნათქვამი და მკითხველი ადვილად მოიძიებს) და თავისებურად „დაალაგა“ სიტუაცია და ჩადგა მოლოდინის რეჟიმში, რა ხელში, რაც გამოჩნდა კიდეც 2023 წლის 30 დეკემბერს, როდესაც ბიძინა მესამედ დაბრუნდა პოლიტიკაში.
  4. ამასობაში მან გამოიწვია საქართველოში 300 მილიონი დოლარის ღირებულების ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც ლონდონში და ნიუ-იორკში ინახებოდა. პარალელურად მოაწყო მეორე ჰაკერული თავდასხმა, ამჯერად უჩა მამაცაშვილის და ოთარ ფარცხალაძის სახელზე არსებულ საბანკო ანგარიშზე კვიპროსში, რის შედეგადაც მიითვისა 300 მილიონი დოლარი (ეს არის ის 700 მილიონი ლარი, რომელიც დღგ-ების გაყალბების ცნობილი ოპერაციისას გააქრო ოთარ ფარცხალაძემ). შედეგად ბიძინას რუსეთის „ფეესბესგან დარჩა“ ის 200 მილიონი, რომელსაც ჯიბის ფული დაარქვა, 300 მილიონი დოლარის ხელოვნების ნიმუშები და კიდევ 300 მილიონი მითვისებული ჰაკერული გზით კვიპროსიდან. დანარჩენი რუსული ფონდები (ის ყბადაღებული 7 მილიარდი, რომლითაც „ფორბსში“ იკავებდა ადგილს) მან „ქართუს“ (ფეესბეს აგენტი კანტორა) ჩააბარა (გადააბარა).
  5. ბიძინამ ჯერ კიდევ პოლიტიკიდან მეორედ წასვლამდე შექმნა ანტიკონსტიტუციური სტრუქტურა, არაფორმალური ფინანსური მონიტორინგის სამსახური, რომელიც ანანურში დააბანაკა და სათავეში ჩაუყენა პროკურატურის თანამშრომელი, გიორგი ჭანტურიძე. ეს არის არაკონსტიტუციური სტრუქტურა, რომელიც საქართველოში არ უშვებს ინვესტიციებს,იმის შიშით, რომ ბიძინამ ხელისუფლება არ დაკარგოს, რადგან ბიძინას მხოლოდ ფულის ეშინოდა და თვლიდა – თუ უკონტროლო ფულს არ შემოუშვებს საქართველოში, მას ვერავინ დაამარცხებს არჩევნებში, რადგან ბიუჯეტიდან ყავს დაფინანსებული ამომრჩევლის ის რაოდენობა, რომელიც მისი გათვლით მას უმრავლესობას შეუქმნის მომავალ პარლამენტში.
  6. დღეს ბიძინა კვლავ ითხოვს თავის „კუთვნილ“ 25 მილიარდ დოლარს. მას ამ თანხას არ აძლევენ, რის გამოც ბიძინამ ომი გამოუცხადა დასავლეთს, რომელსაც პირდაპირ ეუბნება: საქართველო არის ჩემი ბოსტანი და აქ თუ რამე გინდათ, ჩემთან მოგიწევთ საუბარი, თუ არადა ქვეყანას მოვატრიალებ რუსეთისკენ და ამ გზით ვიხეირებ, ამოვიღებ ნელ-ნელა იმ ფულს, რომელიც მეკუთვნის.
  7. რუსეთს ამ წამს ბიძინას ამდაგვარი პოლიტიკა აწყობს და აცლიან, თუმცა როდესაც დრო მოვა, ანგარიშს აუცილებლად გაუსწორებენ ყველაფრისთვის.
  8. რუსები და ე.წ. პუტინი, რომელიც არის პატრუშევის თოჯინა (რამდენიმე კაცია რომელიც პუტინის როლს თამაშობს, მთავარია არის ე.წ. „ვასილიჩი“, ასევე არის „უდმურტი“ და ა.შ.). ამიტომაც ის რასაც პუტინის ფული ქვია, არის რუსეთის ფეესბეს ფული, მათ შორის გადანაწილებული სხვადასხვა ოლიგარქებზე. ამიტომაც, ბიძინას რუსულ ფულს არავინ ანდობს და ამის მიზეზი არის ის, რაც მოხდა 2021 წლის 30 იანვარს… ოფშორების კანონი სულ სხვა მიზნითაა მიღებული…

ეს ყოველივე უნდა იცოდეს დაინტერესებულმა მკითხველმა, რათა სწორად ააწყოს ბრძოლა საქართველოს ევროპული მომავლისათვის, რომელსაც ეღობება ბიძინა, თავისი 25 მილიარდიანი პრეტენზიით დასავლეთის მიმართ.საქართველო ღირს 25 მილიარდი დოლარი, ბიძინამ ეს ფასი დაადო საქართველოს და სანამ ამ ფულს არ გადაუხდიან, იგი საქართველოზე იქნება შემოხვეული როგორც მახრჩობელა გველი. რაც ვერ გათვალა ბიძინამ, ეს იყო ჯენზის ფაქტორი, რომელიც მას გაისტუმრებს საქართველოდან, სავარაუდოდ ბრაზიალიაში… ბიძინა წავა, ხელს დაუქნევს თავის ბლეყვერა ბიჭებს, რომლებიც სახტად დარჩენილები, მწყობრი ნაბიჯით წავლენ ციხისაკენ… მათ არც კი იციან სინამდვილეში რა ხდება. ბიძინა მათ არაფერს ეუბნება, რადგან თვლის, რომ ბლეყვერა ბიჭებმა არაფერი არ უნდა იცოდნენ. ხოდა ეგებ გადაიკითხონ ეს ყველაფერი, დაფიქრდნენ, ფაქტები შეაჯერონ და დროზე უშველონ თავს, სანამ მათი ხაზეინი ბოლომდე გათხრის უკანალში უიმედოდ. აი სულ ესაა. დაკვირვებული მკითხველი თავად მიხვდება რა პროცესი მიმდინარეობს და რისი კულმინაცია არის მოსალოდნელი 4 ოქტომბერს. არ გამოვა 4 ოქტომბერს, გამოვა მოგვიანებით. მთავარია ის რომ ქვეყანას მართავს კრიმინალური ბანდა ბიძინას თავკაცობით.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილიკონრად ბაბუნაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved