ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია:
,,ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებით “სკაიპით” გაზრდილ კიდევ ერთი თაობას მივიღებთ. მშობლები შვილებს ისევ ვერ ნახავენ წლობით. ვიზის აღება იმაზე რთული იქნება, ვიდრე მანამდე, რადგან საქართველო ევროკავშირისადმი “არამეგობრულ” ქვეყნად გადაიქცა, ისე, როგორც ბელორუსი და რუსეთია. უვიზო მიმოსვლის აღდგენა კი იმაზე რთული და ხანგრძლივი პროცესი იქნება, ვიდრე მისი შეჩერება, რადგან ევროპაში “ემიგრანტების კრიზისის” გამო ქვეყნები უფრო მარტივად მიიღებენ უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის გადაწყვეტილებას, ვიდრე მისი აღდგენის.“
კომენტარები