• რეკლამა
  • კონტაქტი
05:44, კვირა, 12 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

36 წლის გმირს დღეს დაკრძალავენ – მამა-შვილი ორივე ტრაგიკულად დაიღუპა, ორივე ახალგაზრდა წავიდა ამ ქვეყნიდან

ალია ავტორი - ალია
11:29 07-08-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

თბილისში, ორთაჭალაში, მტკვარში დამხრჩვალ 36 წლის შოთა ქარსელაძეს ხუთშაბათს დაკრძალავენ. მისი გმირობის ამბავი მთელმა საქართველომ შეიტყო. იმ საბედისწერო დღეს მტკვარში 14 წლის გოგოს ფეხი დაუცდა და წყალში გადავარდა. შოთა ქარსელაძე, თურმე, ამ ამბავს შეესწრო. იმის მიუხედავად, რომ ცურვა არ იცოდა, ის წყალში შევიდა, მოზარდის გადარჩენა შეძლო, მაგრამ, სამწუხაროდ, თავად ნაპირზე გამოსვლა ვეღარ მოახერხა და წყალში დაიხრჩო. 

“შოთიკო და ჩემი ბავშვები, ფაქტობრივად, ერთად გაიზარდნენ. ერთ ბაღში დადიოდნენ, თითქმის ტოლები არიან, შოთიკო შედარებით პატარა იყო. წლებია, დიდ დიღომში ვცხოვრობთ. ამ ოჯახს დიდი უბედურება 1990-იან წლებში შეემთხვა. ძალიან კარგი მამა ჰყავდა შოთიკოს, მოწესრიგებული, კარგი ბიჭი. სამ შვილს ზრდიდა ცოლ-ქმარი. 28 წლის იყო მამამისი, ავტოავარიას რომ შეეწირა. სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა, მაშინ ამდენი ტრანსპორტი არ იყო ქალაქში. აღმაშენებლის ხეივნიდან გზა გადმოკვეთა და ამ დროს მანქანა დაეჯახა. იქვე გარდაიცვალა. მთელი უბანი გლოვობდა მაშინ ამ ტრაგედიას. მას შემდეგ შოთიკოს დედამ, მარინამ სიმწრით გაზარდა სამი შვილი, ორი გოგო და ერთი ბიჭი. შოთიკო ნაბოლარაა. მარინა ფოსტაში მუშაობდა, ძალიან კარგი ადამიანია, თავის ობლებს ზრდიდა. ძალიან მოწესრიგებული და კარგი შვილები გაზარდა. გამორჩეული ბიჭი იყო შოთიკო. 

ყველას საოცრად უყვარდა და ძალიან გვატკინა გული. მშრომელი, ადამიანების საოცრად მოყვარული ბიჭი იყო. ნამახვანის აქციებში მონაწილეობდა, იქაც გადაურჩენია ადამიანი დახრჩობას, არადა ცურვა არ იცოდა. ვინმეს რამე თუ უჭირდა, მის გვერდით შოთიკო ყოველთვის იყო. შოთიკო ყველაზე ზრუნავდა, იცნობდა თუ არ იცნობდა, ამას მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა. ამ ტრაგედიაზე მხოლოდ ის ვიცით, რომ, თურმე, ბავშვები “სელფს” იღებდნენ, უცებ გოგონა წყალში გადავარდა და შოთიკო მაშინათვე ჩავიდა წყალში და მოახერხა მისი გადარჩენა, საუბედუროდ, თვითონ დაიხრჩო. სხვა დეტალები არ ვიცით. ღამის 2-ის ნახევარზე გავიგეთ ეს ამბავი. გაოგნებული შემოვიდა ჩემი ბიჭი ოთახში, დაბლა უნდა წავიდე, შოთიკო გარდაცვლილაო. იმხელაზე ვიკივლე, ძალიან განვიცდი. ძალიან კარგი ახალგაზრდა დააკლდა ჩვენს ქვეყანას”, – განუცხადა “კვირის პალიტრას” შოთიკოს მეზობელმა მარინა ტალიკაძემ.

წყარო: “კვირის პალიტრა”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved