• რეკლამა
  • კონტაქტი
13:56, ოთხშაბათი, 8 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

36 ლარის საახალწლო კალათი თითო ოჯახს – დახმარების რა პაკეტს მიიღებენ შეჭირვებული ოჯახები

ალია ავტორი - ალია
11:57 12-20-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

კახეთის მუნიციპალიტეტები, მხოლოდ ნაძვის ხეების დადგმასა და ადგილობრივებისთვის, საახალწლო ნობათის გადაცემას გეგმავენ. ტენდერი მხოლოდ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა. ირკვევა, რომ მერია გაჭირვებულ ოჯახებს მხოლოდ ტკბილეულით დაეხმარება და საახალწლო საჩუქარი, ხორც-პროდუქტებსა და ბურღულეულს არ ითვალისწინებს.

ტენდერის ბიუჯეტი 54 675 ლარია და სატენდერო პირობების თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობა, სოციალურად დაუცველ, ხანდაზმულ, მრავალშვილიან შეჭირვებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 1500 ოჯახს დაეხმარება.

სასაჩუქრე პაკეტში შემდეგი პროდუქტები შედის: ასაწონი შოკოლადი სუფლეთი, არანაკლებ 500 გრამისა, ასაწონი შოკოლადი, სნიკერსის მსგავსი, არანაკლებ 500 გრამისა, კრუასანი, არანაკლებ 60 გრამისა, ნამცხვარი რულეტი, არანაკლებ 190 გრამისა, ვაფლის ტორტი, არანაკლენ 250 გრამისა. კაკლის გოზინაყი, არანაკლებ 280 გრამისა და ერთ ლიტრიანი, მუყაოს შეფუთვიანი ხილის წვენი.

ამ ტენდერის მიხედვით, ერთ ოჯახზე 36.45 ლარი გამოდის. თუმცა, ტენდერში მონაწილე კომპანიამ ყველაზე დაბალი ფასი, 42 000 ლარი დაასახელა და გამარჯვებულიც ის გახდა. დამტკიცების შემთხვევაში, შესაბამისად, ტენდერის ღირებულება დაიკლებს და თითოეული ოჯახი 28 ლარის კალათს მიიღებს, რომელსაც მერია წინაასაახალწო დახმარების სახით დაარიგებს.

წინადადებების მიღება, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, საახალწლო ტკბილეულის შესყიდვაზე, 18 დეკემბერს დასრულდა. ელექტრონულ ტენდერში პრედენტი, ქუთაისში რეგისტრირებული, შპს. “ახალგაზრდული ცენტრი” გამოვლინდა, რომელმაც ტკბილეულის პაკეტების შესაძენად, ყველაზე დაბალი ფასი, 42 000 ლარი დაასახელა. ამჟამად, მერია, წინადადების შეფასებას ახორციელებს.

კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში, საახალწლო კალათებს, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მიიღებენ. საახალწლო დახმარების შემცირებისათვის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს.

პარტია „ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, გიორგი ენუქიძე ფიქრობს, რომ ლაგოდეხის მერი, საახალწლოდ, მხოლოდ საკუთარი თავის პოპულარიზაციას ცდილობს.

„2019 წელს, ამაზე მეტი, მერმა საახალწლო ღონისძიებებზე დახარჯა და გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად, ამ სიდუხჭირის ფონზე, 36 ლარია საკმარისი? ოთხი წელია ვუყურებ, როგორ მუშაობს მხოლოდ საკუთარ პიარზე. გამოვლენ, მერე და ამ მიზერულ პაკეტზე იტყვიან, რა ყურადღებიანი კაცია, მდივნიშვილი. ეს რა ნობათია, ნახევარი კილოგრამი შოკოლადი და ერთი ლიტრი ხილის წვენი? – განაცხადა ენუქიძემ.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ევა ლომთაძე ამბობს, რომ უკიდურესად მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობისათვის, ფაქტიურად, 36 ლარიანი დახმარება, ძალიან მცირეა.

” პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ პროცესი გამჭვირვალე არ არის. რამდენჯერმე მივმართეთ მერიას წერილით, განმარტონ რის მიხედვით არჩევენ ოჯახებს. ორი კვირის წინ, კიდევ მივმართეთ და პასუხი დღემდე არ გვაქვს. გარდა ამისა, პანდემიისა და ეკონომიკური სიდუხჭირის პირობებში, როცა ამდენი ადამიანი სამსახურს კარგავს, 36 ლარიანი ახალი წელი როგორ წარმოუდგენიათ? ან საახალწლოდ, გაჭირვებულებს, საკვები პროდუქტი არ სჭირდებათ? სამწუხაროდ, მერია კითხვებზე პასუხს არასოდეს გვაძლევს” -განაცხადა ლომთაძემ.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური სამსახურის უფროსის, ნატო ბატიაშვილის ინფორმაციით, გაჭირვებული ოჯახები სოციალურ მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით შეირჩა.

„ოჯახები შევარჩიეთ, სოციალურ მონაცემთა ბაზისა და ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინებების მიხედვით. ყველას მიუწვდება ხელი ამ მონაცემებზე, მით უმეტეს საკრებულოს დეპუტატებს” – განაცხადა ბატიაშვილმა.

ოპონენტების ბრალდებებს არ დაეთანხმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი.

„ეს არის სრულიად უსაფუძვლო კრიტიკა. მე მათ არ ვუპასუხებ, რადგან საკუთარი დღის წესრიგი აქვთ. უმჯობესია, ის დრო გაიხსენონ, რას აკეთებდნენ, როცა თვითონ იყვნენ ხელისუფლებაში. მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი იმ დახმარებითაც სარგებლობს, რასაც მთავრობა ახორციელებს. იცით, რომ თითქმის მილიარდიანის ოდენობის დახმარება უნდა გაიცეს, ოთხი თვის განმავლობაში. გარდა ამისა, ცალკე ვაპირებთ დავეხმაროთ, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს. გეთანხმებით, ახლა ამ პაკეტში, მხოლოდ ტკბილეულია, მაგრამ საახალწლოდ ტკბილეული პროდუქტის აუცილებელი ნაწილია. იმას ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია.” – განაცხადა მდივნიშვილმა.

პრაიმტაიმი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია

12:55 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved