• რეკლამა
  • კონტაქტი
12:14, ორშაბათი, 16 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ამ ვითარებაში, ივანიშვილს ძალიან გაუჭირდება აშშ-ს მუხლებში ჩავარდნა და ტრამპის დარწმუნება იმაში, რომ…“ – რას უყვება „ალიას“კონრად ბაბუნაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:32 03-07-2025
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,168

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „ეპიკ ამბასადორის“ თავმჯდომარე, კონრად ბაბუნაშვილი.

– ბატონო კოტე, როგორ შეაფასებთ თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში, პირდაპირ ეთერში,  პრეზიდენტ ტრამპის, ჯეი დი ვენსისა და უკრაინის პრეზიდენტის, ზელენსკის, რბილად რომ ვთვათ, დიდი პოლიტიკისთვის უცხო,  სკანდალურ  კამათს? ამბობენ, რომ ეს იყო ტრამპის ადმინისტრაციის წინასწარ დადგმული შოუ ზელენკის დასამცირებლად. რას იტყვით?

– რაც შეეხება დადგმულ შოუს, ეს ასეც იყო. ტრამპმა თქვა კიდეც, რომ პრესკონფერენცია თავისი გადაწყვეტილებით არ შეწყვიტა. დაგეგმილი იყო  უკრაინულ იშვიათ  მინერალებზე შეთანხმებული ხელშეკრულების ხელმოწერის „აყირავება“ და ზელენსკის გაგდება თეთრი სახლიდან, რაც კიდეც განხორციელდა. ყოველივე ამის მიზეზი არის ის, რომ უკრაინა არ წარმოადგენს ტრამპისთვის პრიორიტეტს და არის მხოლოდ ბერკეტი რუსეთთან ურთიერთობისათვის. ტრამპი აგრძელებს ჯერ კიდევ ბაიდენის ადმინისტრაციაში არსებული ხაზის (სალივანი-ბერნსი) განხორციელებას, რომლის მიზანი იყო რუსეთის გადაქცევა აშშ-ს ვასალად და შემობრუნება ჩინეთის წინააღმდეგ. ტრამპის მთელი პოლიტიკაც აქეთკენაა მიმართული, მთავარი ინტერესი ეს არის, ხოლო უკრაინა არის ამ მიზნის მისაღწევის  ერთ-ერთი ბერკეტი. რაც იმ დღეს მოხდა ოვალურ კაბინეტში, ეს რუსების გულის მოსაგების კიდევ ერთი ნაბიჯი იყო, რომლის მიზანიც არის რუსეთის შემოთრევა აშშ-ს ვასალად და ჩინეთის წინააღმდეგ მომართვა. იშვიათი მინერალების შეთანხმების ინიციატივა ტრამპისგან არ მოდის, იგი ზელენსკის ინიციატივაა. ზელენსკის ამ საკითხის წინ წამოწევა ურჩიეს და არანაირი კომერციული გათვლა და ინტერესი მაგ ხელშეკრულებაში არ არსებობს. ამ ხელშეკრულების გაფორმებას სულ სხვა მიზანი აქვს, რომელზეც ღიად ვერ ვისაუბრებ.

– თქვენ, როგორც უკრაინის მხარდამჭერი რუსეთთან ომში, როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ტრამპის გადაწყვეტილება, რომ უკრაინას სამხედრო დახმარება შეუწყვიტოს, რაც მხოლოდ  რუსეთისთვის არის ხელსაყრელი? დავიჯერო, ტრამპი იმდენად პატარა კაცია, რომ ზელენკისთან პირადი დაპირისპირების გამო მიიღო ეს გადაწყვეტილება? ეს ჩემთვის ცოტა დაუჯერებელია და რეალურად, რატომ მოხდა ეს?

– ამის მიზეზი უკვე დავასახელე. რუსეთს ეძლევა შანსი, თავი ამოყოს იმ წუმპიდან, რომელშიც საკუთარი უტვინობით მოხვდა. აშშ-ს უნდა რუსეთი იხილოს საკუთარ ვასლად, რომელიც ზურგით შემოუტრიალდება ჩინეთს. აშშ-სთის მთავარი თავსატკივარი ჩინეთია.

– „როიტერის“ ინფორმაციით, ტრამპი რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქების საკითხს განიხილავს. ბევრი  უცხოელი პოლიტიკოსი, ექსპერტი და ჟურნალისტი აცხადებს, რომ  ტრამპი რუსეთის თამაშს თამაშობს, პუტინსგან რაღაცით დავალებულია, მას  გარკვეულ სურვილებს უსრულებს და ეს გადაწყვეტილებაც ერთ–ერთი მათგანია. თქვენ რას იტყვით? არის ამაში სიმართლის მარცვალი?

– ტრამპი რუსეთის სპეცსამსახურებთან კონტაქტში არის უკვე 40 წელია. ტრამპი ბიზნესმენია და სარფიან, შემოსავლიან პროექტებზე უარს არასოდეს არ ამბობდა. რუსეთთან ურთიერთობიდან ტრამპს სარგებელი ქონდა. რაც შეეხება ტრამპის აგენტობას, ანუ საბუთებით გაფორმებულ ურთიერთობას, ეს დიდი ალბათობით, არ შეესაბამება სიმართლეს. უბრალოდ,  რუსებმა მას მიანიჭეს თიკუნი – კრასნოვი, როგორც პირად კონტაქტში მყოფ ამერიკელ ბიზნესმენს, რომელთანაც გარკვეული საქმიანი ურთიერთობა არსებობს. რა თქმა უნდა, შეიძლება არსებობდეს გარკვეული კომპრომატი, როგორც ტრამპზე ზემოქმედების დამატებითი ბერკეტი, მაგრამ ტრამპი ამას ყველაფერს გარიგების კუთხით უყურებს და ასეც მიჰყავს ურთიერთობა, რომლის მიზანია რუსეთთან გარიგების დადება. რუსეთი უნდა გახდეს აშშ-ს ვასალი ქვეყანა, რომელიც ზურგით შემოუბრუნდება ჩინეთს.

– უკრაინის გამო, ტრამპმა ევროპის პარტნიორი ქვეყნებიც დაიპირისპირა. ასევე, ნატო–ს წევრ ევროპულ და სხვა ქვეყნებს მოსთხოვა ნატო–ს ბიუჯეტში მეტი თანხების შეტანა, რათა მათი წილი ამერიკის ნატო–ს ხარჯებს გაუტოლდეს. ევროპის არაერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ დროა, ევროპამ საკუთარი უსაფრთხოება ამერიკის გარეშე დაიცვას და უკვე ლაპარაკია ევროკავშირის ფარგლებში შეიარაღებული ძალების შექმნის შესახებ, რასაც ექსპერტები უკვე „ევროპულ ნატოს“ უწოდებენ. თუ „ევროპული ნატო“ შეიქმნა, ვფიქრობ, ნატო დაიშლება. რამდენად რეალურია ამის განხორციელება?

– ტრამპი ევროპას მხოლოდ უკრაინის გამო არ დაპირისპირებია. ევროპა იყო რუსეთის ნედლეულის რეალიზაციის სერიოზული ბაზარი, ასევე ჩინეთის პროდუქციის რეალიზაციის სოლიდური ბაზარი. აშშ-მ სწორედ ეს მდგომარეობა მოშალა და ამ თვალსაზრისით ტრამპი მხოლოდ აგრძელებს ამ საქმეს, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ხორციელდებოდა, თუმცა რეალურად დაიწყო ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადისას, პანდემიის დროს. ასე რომ, ის რასაც ტრამპი აკეთებს, არის აშშ-ს ერთ-ერთი სტრატეგია, რომელიც, მოგახსენეთ,  ბაიდენის დროსაც ხორციელდებოდა, რომლის ადმინისტრაციაში იყო ორი ხაზი: სალივან-ბერნსის და ლოიდ-ბლინკენის. ეს ორი ხაზი კონკურენციაში იყო ერთმანეთთან და ხან ერთი დაწინაურდებოდა და ხან მეორე, რაც იყო აშშ-ს პოლიტიკური თამაში. მიზანი ისევ იგივე იყო, რუსეთის გადმობირება აშშ-ს ვასალად და ჩინეთთან მისი დაპირისპირება, რაც წარმოადგენს აშშ-ს სახელმწიფო ინტერესს.

რაც შეეხება სამხედრო ალიანსებს, ევროპაში ახალი სამხედრო ალიანსი, სავარაუდოდ, შეიქმნება და დაახლოებით 10 წლის მანძილზე მოიკრებს ძალას. ნატო პარალელურად იარსებებს და მისი მომავალი ამ დროისთვის გაუგებარია.

– წინა კითხვიდან გამომდინარე, ჩნდება ვარაუდი, რომ ტრამპი ნატო–ს დაშლას თუ არა, დასუსტებას აპირებს. ეს კი მხოლოდ რუსეთს და ჩინეთს აწყობთ, რომლებიც დღემდე ამერიკისთვის საფრთხის შემცველი ქვეყნები იყო. ერთის მხრივ, სამართლიანია ტრამპის მოთხოვნა, რომ ნატო–ს წევრმა ქვეყნებმა უფრო მეტი უნდა გაიღონ ამ ორგანიზაციის დასაფინანსებლად. მეორეს მხრივ, ნატო–მ დაშალა საბჭოთა კავშირი, 70 წელია მსოფლიოს უსაფრთხოების ქოლგად იქცა. დავუშვათ, დაიშალა ნატო, რა პროცესებს გამოიწვევს ეს მსოფლიოში? ეს ხომ არ გამოიწვევს ამერიკის, როგორც მსოფლიო ლიდერის,  პოზიციების  დასუსტებას?

– მიმდინარე პროცესების გასაგებად, საჭიროა იმის ცოდნა, რომ ამჟამად მიმდინარეობს დაპირისპირება მსოფლიოს გლობალისტების ორ ნაკადს შორის.ულტრაგლობალისტები, რომლებიც აშშ-ი ისინი დემოკრატებთან ასოცირდებიან, უპირისპირდებიან ზომიერ გლობალისტებს (პატრიოტებს), რომლებიც აშშ-ი რესპუბლიკური პარტიის ტრამპის ფრთასთან ასოცირდებიან. რეასპუბლიკურ პარტიაში არის“ რეიგანისტების ფრთაც“, რომელმაც ტრამპს დაუჭირა მხარი არჩევნებში, მაგრამ თავისი პოლიტიკური შეხედულებები აქვს და ტრამპთან ტაქტიკურ კავშირში იმყოფებიან.

დაპირისპირება ულტრაგლობალისტებსა და ზომიერ გლობალისტებს (პატრიოტებს) შორის არის დაპირისპირება ორ ანგლო-საქსურ ელიტას შორის, რომელთა შუაში (ტრადიციულად) დგას ებრაული ელიტა. იგი წარმოდგენილია ორი ხაზით: ერთი ხაზი არის ულტრაგლობალისტური ებრაული წრეები და მეორე მხრივ არის ისრაელის სახელმწიფო, რომელიც ზომიერ გლობალისტებს (პატრიოტებს) უჭერენ მხარს და ტრამპთან უაღრესად ნაყოფიერად თანამშრომლობენ  ისრაელის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ამოცანების გადაწყვეტაში. ამ მოცემულობის კიდევ უფრო დასაზუსტებლად, უნდა გვესმოდეს, რომ მსოფლიოს მართავს ტრილატერალი (აშშ, ბრიტანეთი, ისრაელი), რომელიც ცივილიზაციურ ომშია მსოფლიოს ანტიტრილატერალთან (ჩინეთი, რუსეთი ირანი). ამ ცივილიზაციურ დაპირისპირებას აქვს ორი ცხელი წერტილი – უკრაინა და ახლო აღმოსავლეთი. აშშ-ს დასუსტება არავის არ აწყობს დასავლური ძალებიდან, არც ბრიტანეთს, არც ისრაელს, არც ევროკავშირს. შესაბამისად, რაც არ აწყობთ, იმას წინ აღუდგებიან და არ განახორციელებენ. ვფიქრობ, რელევანტური იქნება საკითხის ასეთი გაგება – ნატო-ს პარალელურად ჩამოყალიბდება ახალი სამხედრო ალიანსი ევროპაში.

– ამერიკის ახალი ადმინისტრაცია არც კი ახსენებს საქართველოს. თქვენი ვარაუდით, რას უნდა ველოდოთ ამერიკისგან? კვლავ დემოკრატიის დაცვის გაძლიერებაში დახმარებას თუ პრეზიდენტ ტრამპის გეგმებში ეს არ შედის? ამ ეტაპზე რომ არ შედის, ფაქტია, რადგან მისი ადმინისტრაციის არც ერთ წევრს, დღემდე საქართველო არც კი უხსენებია. აქედან გამომდინარე,  ლოგიკურად მივდივარ იმ დასკვნამდე, რომ ტრამპი და მისი გუნდი, ბიძინა ივანიშვილს ხელს არ შეუშლის ავტოკრატიული რეჟიმის დამყარებაში?

– თეთრ სახლში საქართველოსთვის ახლა არ სცალით, მაგრამ მოიცლიან 2025 წლის შემოდგომამდე. ივანაშვილის გათვლები ჩინეთსა და ირანზე ჩაფუშულია. ახლა ყველა ელოდება რუსეთის პოზიციას. თუ რუსეთი გახდა აშშ-ს ვასალი ქვეყანა და ზურგით შემოუბრუნდა ჩინეთს, მაშინ რუსეთში ხელისუფლება შეიცვლება (პირობითად, პუტინის ნაცვლად მოვა კირილ დმიტრიევი), რის შემდეგაც რუსეთი შეეშვება უკრაინასაც, მოლდოვასაც და საქართველოსაც. თუ რუსეთი ისევ ჩინეთთან ალიანსში დარჩა (რაც დიდი ალბათობით ასეც იქნება), მაშინ უკრაინა გამოყენებულ იქნება საომარ ბერკეტად და საომარი მოქმედებები გადაინაცვლებს რუსეთის ტერიტორიაზე. საბოლოო მიზანი იქნება უკრაინის მიერ რუსეთის სამხრეთის ოკუპაცია (საუბარია როსტოვის, სტავროპოლის და ყუბანის ოლქებზე, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკური უკრაინელია). ამ გეგმის  რეალიზაციის შემთხვევაში, უკრაინას გაუჩნდება სახმელეთო საზღვარი საქართველოსთან და ყაზახეთთან (უკრაინას და ყაზახეთს 400 კმ. აშორებს ერთმანეთთან). ეს ყოველივე კარგად ჩანს რუკაზე.

 

 

ამ ვითარებაში, ივანიშვილს ძალიან გაუჭირდება აშშ-ს მუხლებში ჩავარდნა და ტრამპის დარწმუნება იმაში, რომ ოღონდ ივანაშვილი დატოვონ ხელისუფლად და მასზე ერთგული  აშშ-ს არავინ ეყოლება ….

თეგები: კონრად ბაბუნაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025

ბიზნესი

პრემია „ელისოს“ 2025 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფები გურჯაანში გამოვლინდნენ – თიბისი
ახალი ამბები

პრემია „ელისოს“ 2025 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფები გურჯაანში გამოვლინდნენ – თიბისი

14:40 06-15-2025
თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე რჩება
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე რჩება

14:40 06-14-2025
14 ივნისი პრემია „ელისოს“ დღეა – გამარჯვებულების გამოსავლენად ყველაფერი მზად არის – თიბისი
ახალი ამბები

14 ივნისი პრემია „ელისოს“ დღეა – გამარჯვებულების გამოსავლენად ყველაფერი მზად არის – თიბისი

18:48 06-13-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით „თბილისის ლანდშაფტის მოდელირების“ სემინარი და ვორქშოფი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით „თბილისის ლანდშაფტის მოდელირების“ სემინარი და ვორქშოფი გაიმართება

12:21 06-13-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved