• რეკლამა
  • კონტაქტი
03:16, ხუთშაბათი, 15 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ოკუპირებულ აფხაზეთში, “საარჩევნო უბანზე” შეიარაღებული თავდასხმა მოხდა – არიან დაჭრილები

ალია ავტორი - ალია
11:21 03-02-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
141

ოკუპირებულ აფხაზეთში, 1-ელ მარტს, დაახლოებით 19:30 საათზე, შეიარაღებული თავდასხმა მოხდა გაგრის რაიონში, დაბა განთიადში მდებარე მე-2 სკოლაში, სადაც “საარჩევნო უბანია” გახსნილი. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელები ნიღბებით იყვნენ.

აფხაზეთის ე.წ. შსს-ს ინფორმაციით, თავდამსხმელებმა გაქცევა მანქანებით სცადეს. დევნის დროს მილიციამ მიუსერას საგუშაგო გადაკეტა. თავდამსხმელები შეჩერების მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და ცეცხლი გახსნეს.

სროლის შემდეგ ერთ-ერთი მანქანის მძღოლმა საჭეზე კონტროლი დაკარგა და თხრილში გადავარდა.

ე.წ. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით,  თავდასხმაში 20-მდე ადამიანი მონაწილეობდა. მათ „საარჩევნო კომისიის მუშაობაში ხელის შეშლისა და საარჩევნო კომისიის წევრებზე ზეწოლის მიზნით, დააზიანეს საარჩევნო ყუთი და მიიმალნენ დანაშაულის ადგილიდან“, – ნათქვამია  განცხადებაში.

მომხდარში ბადრა გუნბას შტაბმა ადგურ არძინბას მომხრეები დაადანაშაულა.

ტელეგრამ არხ RESPUBLICA-ს ცნობით, „უცნობმა პირებმა ერთ-ერთ უბანზე რამდენჯერმე გაისროლეს, რის შედეგადაც ადგურ არძინბას მომხრეები დაიჭრნენ“. ორი დაჭრილი გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარზე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმეები რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით აღძრა, მათ შორის ტერორიზმისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების, რომლებსაც ასევე აქვთ “აფხაზეთის მოქალაქეობა”- მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე.

“თავდამსხმელთა ნაწილი დააკავეს. რუსეთისა და აფხაზეთის სამართალდამცავმა უწყებებმა ერთობლივად გამოავლინეს ეჭვმიტანილების მნიშვნელოვანი რაოდენობა. აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს ყველა მონაწილეს დასაკავებლად… იდენტიფიცირებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, რომელიც თავს დაესხა საარჩევნო უბანს და ცეცხლი გაუხსნა აფხაზ სამართალდამცავებს – ეს არის ნურიკ სმირ. ის საპასუხო სროლის შედეგად დაიჭრა და საავადმყოფოშია გადაყვანილი. დანაშაულის სხვა მონაწილეთა იდენტიფიცირება გრძელდება”, – აცხადებს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი.

ადგილობრივი ტელეგრამ არხების ინფორმაციით, ნურიკ სმირ ოპოზიციონერ ადგურ არძინბას ნათესავია.

შეგახსენებთ, 1-ელ მარტს, ოკუპირებულ აფხაზეთში “საპრეზიდენტო არჩევნების” მეორე ტური გაიმართა, რომელშიც მოსკოვის ფავორიტი ბადრა გუნბა და ოპოზიციონერი ადგურ არძინბა მონაწილეობენ. ამ წუთებში ხმების დათვლა მიმდინარეობს.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved