• რეკლამა
  • კონტაქტი
15:32, ორშაბათი, 16 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“35 კოვიდკლინიკაა და მხოლოდ 11-ია გამოცდილი” – რა დაევალება 5 მობილურ ჯგუფს

ალია ავტორი - ალია
18:14 10-13-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, თუ რატომ დადგა მობილური ჯგუფების შექმნის საჭიროება:

„ადრე, ვიდრე შემთხვევების ზრდა დაფიქსირდებოდა, თუარ ვცდები, იყო 11 კოვიდკლინიკა, რომელსაც 8 თვის განმავლობაში დაუგროვდა ძალიან სერიოზული ცოდნა, გამოცდილება, ისინი პრაქტიკულად შეცდომებს არ უშვებდნენ. არათუ შეცდომებს, საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების დონეზე იმართებოდა ჩვენთან, რაზეც მეტყველებდა სულ 19 გარდაცვალების შემთხვევა, სანამ არ დაიწყო მატება. თუმცა, ვიმეორებ, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკასთან შედარებით სიკვდილობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ახლა, შემთხვევების ზრდის დაფიქსირებამ გამოიწვია დამატებითი კლინიკების ჩართვის საჭირობა. დღეს 35 კლინიკაა ჩართული, კიდევ დაემატება ალბათ 3-4. 35 კლინიკა ნიშნავს იმას, რომ მათგან 11-ია მხოლოდ გამოცდილი და 24 კლინიკისთვის ეს ახალი გამოწვევა, ახალი საქმეა. მათ ჩატარებული აქვთ ტრენინგი, თეორიულად ყველაფერი იციან, იცნობენ გაიდლაინს, მაგრამ (ძალიან მძიმე ავადმყოფები წამოვიდა ამ ბოლო დროს) სულ სხვაა მათი მართვა.

ეს ჯგუფები, რომლებიც სწორედ იმ პირველი, ძირითადი კოვიდკლინიკებიდან არის დაკომპლექტებული, ბუნებრივია, ახალ კლინიკებს გაუწევენ სერიოზულ საკონსულტაციო დახმარებას, აგრეთვე აუდიტს.

იცით, ყველგან რაღაც სუსტი რგოლია, რომელიღაც კლინიკაში შეიძლება ინფექციის კონტროლი იყოს სუსტი რგოლი და არსებობდეს ვთქვათ სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების რისკი ან პირიქით, ავადმყოფის დაინფიცირების რისკი სამედიცინო პერსონალისგან“

ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ ცერცვაძე განმარტავს, რომ მობილური ჯგუფების შექმნასთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯი დაგვიანებული არ არის.

„ადვილი არ არის, 35 კლინიკა მობილური ჯგუფებით მოიცვა. ამას ძალიან სერიოზული რესურსი სჭირდება. ვერ გეტყვით, რომ დაგვიანდა, როგორ დაგვიანდა, სულ 2-3 კვირაა, რაც მატებაა და მანამდე ეს ჯგუფები არ ერქვა თორემ, კლინიკური ჯგუფი და პირადად მე, მუდმივად ვაკეთებდით ამ საქმეს. ბოლო 2-3 კვირაში ოთხჯერ ვიყავი ქალაქგარეთ გასული კლინიკებში სწორედ ამ ინსპექტირებისთვის, მაგრამ ეს ხდებოდა ერთეული კონსულტანტების დონეზე. ბატონი ლევან რატიანი ბევრგან იყო ჩასული, მე ვიყავი ჩასული, ჩვენი ექიმები მუდმივ სატელეფონო ან ელექტრონულ კავშირზე იყვნენ ვთქვათ ტელეხიდებით და სხვა, მაგრამ ახლა ჩავთვალეთ, რომ დადგა საჭიროაება, ლაივში იმუშაონ, ანუ ცოცხალი ჯგუფი ჩავიდეს“

მიღებულია გადაწყვეტილება, რომ შეიქმნება ხუთი მობილური ჯგუფი, საიდანაც თითო აჭარასა და იმერეთში, სამი კი თბილისში იმუშავებს.

თეგები: თენგიზ ცერცვაძეკორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!
ახალი ამბები

აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!

11:40 02-16-2026
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved