• რეკლამა
  • კონტაქტი
05:09, კვირა, 21 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უფრო იაფი, უფრო ახლოს” – რას სთავაზობს მომხმარებელს “გვირილა”, რომელიც უკვე 350 მაღაზიითაა ბაზარზე წარმოდგენილი

ალია ავტორი - ალია
18:23 12-12-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,426

ახალი ქართული სუპერმარკეტების ქსელი „გვირილა“ ბაზარზე პირველად 2022 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში გამოჩნდა. დღეს უკვე 350 მაღაზიითაა წარმოდგენილი. გახსნიდან მალევე, რამდენიმე თვეში, კომპანია უკვე 200 მაღაზიას მართავდა. ასეთი სწრაფი ტემპით განვითარება იშვიათია და დიდ შრომას და გამოცდილებას მოითხოვს. დღეს სუპერმაკეტი უკვე მოწინავე პოზიციაზეა, როგორც ქსელის მასშტაბით, ასევე მომხმარებელთა მზარდი დინამიკით.

რო­გორ მო­ა­ხერ­ხა “გვი­რი­ლამ“ ასეთ მოკლე დროში ბაზარზე წამყვანი პოზიციის დამკვირდება, რა არის 350 მაღაზიის გახსნის, მართვის წარმატების საიდუმლო, რაშია ბრენდის უპირატესობა, “ალიას” ამ და სხვა კითხვებს კომ­პა­ნი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, გი­ორ­გი ტა­ბახ­მე­ლაშ­ვი­ლი, პასუხობს.

გიორგი ტაბახმელაშვილი:

– ასეთ გა­ჯე­რე­ბუ­ლ ბაზარზე თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა მარ­ტი­ვი ნამ­დვი­ლად არ არის. მაგრამ, გამოცდილების გათვალისწინებით, წი­ნას­წარ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სტრა­ტე­გი­ით და­ვი­წყეთ ოპე­რი­რე­ბა.

ჩვე­ნი მთა­ვა­რი უპი­რა­ტე­სო­ბა სანდო ბრენდი, ხარისხიანი პრო­დუქ­ცი­ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და­ბა­ლი სა­რე­ა­ლი­ზა­ციო ფა­სე­ბია და ამ ნიშას ყოველთვის შევინარჩუნებთ.

– როგორც ვიცი, გარდა დაბალი სარეალიზაციო ფასებისა, სხვადასხვა აქციებისა, მუდმივმოქმედი სიახლე გაქვთ ის, რომ ხუთი, სხვადასხვა პროდუქციის, შეძენის შემთხვევაში, შემიძლია ვისარგებლო საბითუმო ფასებით.

– ჩვენი მთავარი საზრუნავია მომხმარებელის ასორტიმენტული, ხარისხობრივი და საფასო მოთხოვნები  სრულად დავაკმაყოფილოთ. ჩვენი სლოგანია: – „უფრო იაფი, უფრო ახლოს“. 350 მაღაზიაა ამ ეტაპისთვის გახსნილი და მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა ქალაქში, ყველა უბანში ვიყოთ ხელმისაწვდომი.

გარდა იმისა, რომ დაბალი სარეალიზაციო ფასები ხვდება მომხმარებელს „გვირილაში“, ხუთი ან მეტი სხვადასხვა პროდუქტის შეძენის შემთხვევაში, ისარგებლებს უკვე საბითუმო ფასებით.

ეს ყველაფერი არ არის, კომპანიამ, კიდევ ერთი, გრანდიოზული ფასდაკლება დაგეგმა, ამჯერად, უკვე მიზნობრივი ჯგუფებისათვის, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებს, ნებისმიერ დროს და შეუზღუდავი რაოდენობით შეუძლიათ ფასდაკლების მიღება. სპეციალური შეთავაზების მიხედვით, „გვირილაში“ სოციალური ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას, ნებისმიერ შენაძენზე მოქმედებს საბითუმო ფასი.

– ძალიან კარგი შეთავაზებაა და სწორად მორგებული იმ ჯგუფს, რომელსაც ხშირად დიდი მანძილის გავლა უწევდა, რამდენიმე პროდუქტის საბითუმო ფასად შესაძენად. მე პირადად, „მეგობარი ბარათით“ ვსარგებლობ, და ძალიან მომწონს.

– ჩვე­ნს დაგ­რო­ვე­ბის “მე­გო­ბა­რი ბა­რა­თს“, ყვე­ლას­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი აქვს. “მე­გო­ბა­რი ბა­რა­თის“ მფლო­ბე­ლებს გა­დახ­დი­ლი თან­ხის 5% ბა­რათ­ზე უბ­რუნ­დე­ბათ გვი­რი­ლე­ბის სა­ხით. ყო­ვე­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­სა­ზღვრუ­ლი გვი­რი­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მომ­ხმა­რებ­ლებს და­მა­ტე­ბით გა­და­ე­ცე­მათ სა­ჩუქ­რე­ბი. ჯამ­ში მომ­ხმა­რე­ბელს “გვი­რი­ლა­ში“ შე­უძ­ლია და­ხარ­ჯუ­ლი თან­ხის 7.5%-მდე სარ­გე­ბე­ლი მი­ი­ღოს.

გარდა ამისა, ყოველთვის ვთავაზობთ მომხმარებლებს ელვა აქციებს სხვადასხვა პროდუქციაზე და შესაძლებელია, სურვილის შემთხვევაში, აქციებზე ინფორმაცია SMS შეტყობინებს სახით მოგაწოდოთ, ამისათვის მხოლოდ განაცხადის შევსებაა საჭირო.

ერთგული მომხმარებლების შეძენისა და შენარჩუნებისათვის, საჭიროა, კომპანიაც ერთგულად ემსახუროს მათ. მაქსიმალურად ვცდილობთ, შევქმნათ მეგობრული, კომფორტული გარემო. მო­ვა­წყვეთ სპე­ცი­ა­ლუ­რი ყა­ვის კუ­თხე. “ყავა გვი­რი­ლა­ში უფრო გემ­რი­ე­ლია!“ ჩვენ­თან მომ­ხმა­რე­ბელს თვი­თონ­ვე შე­უძ­ლია შე­არ­ჩი­ოს და მო­ამ­ზა­დოს “მე­ა­მას“ ყა­ვის სა­სურ­ვე­ლი ბლენ­დი.

– „უფრო იაფი, უფრო ახლოს“ – რა აქცენტების მიხედვით შეიქმნა სლოგანი?

– სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო ათწლე­უ­ლე­ბის მან­ძილ­ზე ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი რი­თე­ილ ბაზ­რის ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბა სწრა­ფი ტემ­პით მიმ­დი­ნა­რე­ობს. ყვე­ლა რი­თე­ი­ლე­რი ცდი­ლობს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ნიშა და­ი­კა­ვოს და მაქ­სი­მა­ლუ­რად მოერგოს მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მო­თხოვ­ნე­ბს. არ­ჩე­ვა­ნი ფარ­თოვ­დე­ბა და შესაბამისად, მომხმარებელს უჩ­ნდე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა უკვე თა­ვი­სი პირადი სურვილების და  მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით შე­არ­ჩი­ოს ობი­ექ­ტი.

სახ­ლთან ახ­ლოს მარ­კე­ტის არ­სე­ბო­ბა, სადაც შეგიძლია დაბალ სარეალიზაციო ფასად, ან სულაც საბითუმო ფასად იყიდო შენთვის საჭირო პროდუქტები, – ნებისმიერისთვის მოსახერხებელი და სასურველია. გვი­რი­ლა­მ სწო­რედ ეს ნიშა და­ი­ნა­ხა ცა­რი­ე­ლი. ასე შეიქმნა სლოგანიც და ბრენდიც სწორედ ამ საჭიროებებს მოერგო.

აუცილებლად უნდა აღ­ვნიშ­ნო ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის ახალ­გაზ­რდა, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი გუნ­დის თავ­და­უ­ზა­გა­ვი შრო­მა და სურვილი, ვიყოთ ბაზარზე საუკეთესონი. სწო­რედ ამ გუნ­დის მიერ და­გეგ­მი­ლი, ხა­რის­ხი­ა­ნი და კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გია ასე მოკ­ლე დრო­ში ქსე­ლის ამ ტემ­პით გან­ვი­თა­რე­ბა, რის­თვი­საც მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელს.

და ბოლოს, ცხადია, დიდი მადლობა ჩვენ ერთგულ მომხმარებელს, რომელთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, გახსნიდან უკვე რამდენიმე თვეში, ასი ათასზე მეტი მეგობარი ბარათი გვქონდა გაცემული. დღეს ეს რაოდენობა რამდენჯერმეა გაზრდილი. პასუხისმგებლობაც მეტია დღეს. კვლავაც იგივეს ვპირდებით მომხმარებელს, რომ დავხვდებით ახლოს, დაბალი სარეალიზაცია ფასებით, მეგობრულ გარემოში.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved