უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 10 მარტამდე პერიოდს.
შტაბის ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი ასეთია:
- ჯარისკაცი – 12 000-ზე მეტი;
- ტანკი – 335;
- ჯავშანტექნიკა – 1 105;
- საარტილერიო სისტემა – 123;
- სარაკეტო სისტემა – 56;
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 29;
- თვითმფრინავები – 49;
- ვერტმფრენი – 81;
- საავტომობილო ტექნიკა – 526;
- გემი/ნავი/კატარღა – 3;
- საწვავის რეზერვუარი – 60;
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 7.
კომენტარები