• რეკლამა
  • კონტაქტი
04:04, სამშაბათი, 24 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნების” ჩინოვნიკების გასაიდუმლოებული სამოგზაურო ხარჯები – “სტუდია მონიტორი”

ალია ავტორი - ალია
16:31 10-31-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
535

რუსული კანონის ავტორი ხელისუფლების მაღალჩინოსნები და მათი ოჯახის წევრები ევროპაში მოგზაურობენ და მოგზაურობასა და ძვირადღირებულ ნივთებზე გაწეულ ხარჯებს ასაიდუმლოებენ. ამის შესახებ საუბარია “სტუდია მონიტორის” ახალ ჟურნალისტური გამოძიებაში – “ოცნების ჩინოვნიკების გასაიდუმლოებული სამოგზაურო ხარჯები”.

“სტუდია მონიტორის” გამოძიება დავით კაჭარავას, არჩილ თალაკვაძის, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილისა და გენერალური პროკურორის გიორგი გაბიტაშვილის დეკლარაციებს ეხება, რომლებიც სრულყოფილად არაა შევსებული და არაა შეტანილი სხვადასხვა ხარჯები, მათ შორის მოგზაურობის.

როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, მმართველი პარტიის ჩინოვნიკების დეკლარაციებს არასათანადოდ აკონტროლებს ანტიკორუფციული ბიურო რაჟდენ კუპრაშვილის მეთაურობით.

პარიზი, ბარსელონა, ნეაპოლი – ეს იმ ქალაქების არასრული ჩამონათვალია, სადაც დავით კაჭარავამ 2023 წელს იმოგზაურა ქეთევან ხატიაშვილთან ერთად. ხარჯები კი 2024 წლის დეკლარაციაში არ აუსახავს. დავით კაჭარავამ დეკლარაციასთან დაკავშირებით “სტუდია მონიტორის” გამომძიებელი ჟურნალისტის კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა.

არჩილ თალაკვაძე “სტუდია მონიტორთან” კომენტარში ამბობს:

“ნებისმიერი ხარჯი, 5000 ლარზე ზევით მე მაქვს დეკლარირებული, როგორც ჩანს, ამ ვიზიტებში არც ერთი არ იყო ან იყო მივლინებაში ჩემთან ერთად ჩემი მეუღლე თავის დანახარჯებით, რომელიც არის ბევრად ნაკლები ყველა ასეთ შემთხვევაში.” – აცხადებს თალაკვაძე.

ფინანსთა მინისტრის ცოლი პორტუგალიაში 2023 წლის სექტემბერში მოგზაურობდა. თუმცა ლაშა ხუციშვილის 2024 წლის დეკლარაციაში ამ ხარჯებზე არაფერია ნათქვამი. სამინისტროდან “სტუდია მონიტორს” მინისტრის წერილობითი პასუხი გამოუგზავნეს, რომელშიც მითითებული იყო, რომ ეს მოკლევადიანი ვიზიტები პირადად დაგეგმეს, Wizz Air-ის, Ryanair-ის და Aeroitalia-ს ავიახაზების მეშვეობით და მოგზაურობის ჯამური ხარჯი თითოეულ შემთხვევაში არ აღემატებოდა 5000 ლარს. თუმცა შესაბამისი მტკიცებულებები – ავიაბილეთებისა და სასტუმროს ღირებულება არ წარმოუდგენია.

გენერალური პროკურორის ცოლმა ინსტაგრამში გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ მას ხელში Christian Dior-ის ჩანთა უჭირავს, რომლის ფასი ონლაინ სავაჭრო პლატფორმებზე 5000 ლარს ბევრად აღემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ დეკლარირებას ექვემდებარება, თუმცა პროკურორს ეს ხარჯი დეკლარაციაში მითითებული არ აქვს. გაბიტაშვილის ცოლის მიერ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, რომ გასულ წლებში წყვილმა იმოგზაურა დუბაიში, ბარსელონაში, რომში,. შესაბამისი ხარჯები კი ქმრის დეკლარაციებში ასახული არ არის. გენერალური პროკურატურის პრესსამსახურიდან “სტუდია მონიტორს” წერილობით უპასუხეს, რომ გიორგი გაბიტაშვილის დეკლარაცია შევსებულია კანონმდებლობის შესაბამისად და სრულად ასახავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა ინფორმაციას. მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა პროკურატურის პასუხს, უწყებიდან არ მიუწოდებიათ.

ამ ფონზე ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი აცხადებს, რომ ყველაფერი წესისამებრ მოწმდება.

“ჩვენ ვამოწმებთ ყველაფერს. მონიტორინგის ფარგლებში მოწმდება ყველა საკითხი, აბსოლუტურად ყველა საკითხი და ეს არის კანონით განსაზღვრული და შეგიძლიათ ჩახედოთ კანონს და ნახავთ, მოწმდება ყველაფერი,” – განაცხადა კუპრაშვილმა სტუდია მონიტორთან.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი
ახალი ამბები

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი

12:49 03-23-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved