• რეკლამა
  • კონტაქტი
03:07, ორშაბათი, 29 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,306-ე საკნის კედელზე გამოისახა ტელეფონის ნომერი…” – სოსო გოგაშვილი წერილს აქვეყნებს

ალია ავტორი - ალია
14:34 08-29-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,509

სოსო გოგაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს:

,,306-ე საკნის კედელზე გამოისახა ტელეფონის ნომერი საქართველოში ყველაზე ,,პროფესიონალი ადვოკატის’’, მჭედლიშვილის ნომერი და სასწაულებრივმა ძალამ ჩამძახა – ზუსტად ეს აიყვანე ადვოკატად. ძალიან უსუსურები და სასაცილოები ხართ.

ჩემი ორივე ადვოკატი არის ჩემი უახლოესი მეგობრების რეკომენდაციით ჩართული ჩემს საქმეში, რომელთაც სრულიად ვენდობი.

ვინ გაუწია რეკომენდაცია მჭედლიშვილს ჩემთან? ვინ დამაკავშირა ის? ვიმეორებ: მისი ტელეფონის ნომერი გომელაურის დავალებით გადმომცეს. მჭედლიშვილის თქმით იგი არ იცნობს გომელაურს, თუმცა ეს არაფერს არ ნიშნავს. მჭედლიშვილი არის პროკურატურის ფეხი, რომელმაც ხელისუფლებისგან (პროკურატურა) გადმომცა რა სახის ჩვენებას ითხოვდნენ ჩემგან, ჩემს წინააღმდეგ შეკერილი საქმის ჩაფარცხვის, ჩემი ოჯახის ხელშეუხებლობისა და ჩემი თავისუფლების სანაცვლოდ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ პროკურატურას ჰყავს აგენტ-ადვოკატები, ვისი საშუალებითაც ახორციელებენ მსგავს კომუნიკაციებს (ეს პროკურატურის არაოფიციალური შემოსავლის წყაროცაა, ამაზე შემდეგში). დიახ, მჭედლიშვილი არის პროკურატურის აგენტი და ადვოკატთა ასოციაციამ უნდა იმსჯელოს ამის შესახებ, ასევე უნდა დაინტერესდეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც, რომელსაც ჩემი აზრით, ოცნება ჩანასახშივე ანადგურებს.

მე და ჩემმა ოჯახმა ადვოკატებთან ერთად შევძელით და დავადასტურეთ, ხელისუფლების მიერ ჩადენილი უკანონობები (16 ივლისის ღამესა და 18 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით ). ახლა, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადავცემთ ანაბეჭდებსაც და ამით დამთავრდება ეს ყველაფერი საქართველოში. შევხვდებით სტრასბურგში груსებო.

სოსო გოგაშვილი,
306-ე საკანი.

თეგები: სოსო გოგაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved