• რეკლამა
  • კონტაქტი
10:19, ოთხშაბათი, 25 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

30 წლის ქართველი ტაქსისტი პოლონეთში არასრულწლოვანზე განხორციელებული სექსუალური ძალადობისთვის დააკავეს – რას ამბობს ბრალდებული

ალია ავტორი - ალია
21:23 01-25-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
372

პოლონეთში საქართველოს მოქალაქის მიმართ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც არასრულწლოვანმა გოგონამ პოლიციის განყოფილებას მიმართა და განაცხადა, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. 30 წლის მამაკაცი ქალაქ პოზნანში ტაქსის მძღოლად მუშაობდა. “ბოლტის” აპლიკაციით გამოძახებაზე მისულმა მძღოლმა მოზარდი დანიშნულების ადგილის ნაცვლად, სხვა მისამართზე წაიყვანა, ავტომობილის კარი შიგნიდან ჩაკეტა და კლიენტთან ძალის გამოყენებით სექსუალური კონტაქტის დამყარება სცადა. მსხვერპლმა მეგობართან მოკლეტექსტური შეტყობინების გაგზავნა მოასწრო, რის შემდეგაც მამაკაცმა ის გაათავისუფლა და გაიქცა. დეტალებს მსხვერპლი პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში აღწერს.

შემთხვევის ადგილიდან გოგონა პირდაპირ პოლიციაში მივიდა და ჩვენებაც მისცა. მოძალადე დააკავეს, თუმცა პოლონეთის პროკურატურამ მას ბრალი მხოლოდ თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის წარუდგინა. პოლიცია სასამართლოში მსხვერპლის ფსიქოლოგების თანდასწრებით დაკითხვას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ განაჩენი ისე გამოიტანა, რომ საქმეს სქესობრივი დანაშაულის კვალიფიკაცია არ მისცემია. ჯარიმა 10 ათასი დოლარის ოდენობით, მსხვერპლთან მიახლოების აკრძალვა და ორწლიანი საზოგადოებრივი შრომა – ეს მიუსაჯა პოლონეთის სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს. განაჩენს კრიტიკა მოჰყვა ადგილობრივ მედიაში.

“კურიერმა“ დღეს თავად ბრალდებულთან დაკავშირებაც მოახერხა. სატელეფონო საუბრისას მამაკაცი ადასტურებს, რომ ძალადობრივი დანაშაულისთვის პოლიციაში არასრულწლოვანმა უჩივლა. ბრალდებული ამბობს, რომ უდანაშაულოა, რაც სასამართლომაც გაიზიარა.

საქართველოში, ბრალდებულის ახლობლებისთვის მომხდარი მოულოდნელი აღმოჩნდა. მათი თქმით, 30 წლის მამაკაცი, ამ დრომდე რაიმე დანაშაულში არასდროს ყოფილა შემჩნეული.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა პოლონეთში ტაქსის ქართველი მძღოლები სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს. ყველა საქმეში ხელწერა, თითქმის იდენტურია. “ბოლტის” და “უბერის” აპლიკაციით გამოძახებულ ტაქსის მძღოლებს, მგზავრი დანიშნულების ადგილის ნაცვლად, წინასწარ შერჩეულ ტერიტორიაზე მიჰყავდათ, სადაც მათ დანახვას, სავარაუდოდ ვერავინ შეძლებდა. ქართველების გარდა, მრავალტომიან საქმეში ფიგურირებენ ტაჯიკეთის, თურქმენეთის და უზბეკეთის მოქალაქეებიც. სექსუალური ძალადობის გახშირებული შემთხვევების გამო პოლონეთის სეიმი კანონმდებლობის გამკაცრებაზე მსჯელობს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მანქანის დღიურად ქირაობა თუ საბოლოო შესყიდვით? – რა შემთხვევაში რომელი სჯობს?
ახალი ამბები

მანქანის დღიურად ქირაობა თუ საბოლოო შესყიდვით? – რა შემთხვევაში რომელი სჯობს?

15:59 02-24-2026
თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის

13:51 02-24-2026
ჩაირთე სილქფესტის რჩეული პირობები და ჩაურთე სხვას სასურველი პაკეტი
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის რჩეული პირობები და ჩაურთე სხვას სასურველი პაკეტი

12:04 02-24-2026
სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს
ახალი ამბები

სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს

18:05 02-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved