• რეკლამა
  • კონტაქტი
01:21, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

30 ქება ბიძინა ივანიშვილს, პანდემიის დროს

ალია ავტორი - ალია
00:46 05-05-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
60

კორონავირუსის პანდემიის ფონზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, დეპუტატები, მინისტრები, პრემიერი და ა.შ.  ძალისხმევას არ იშურებენ, რომ ამ პირობებშიც უწყვეტად, პერმანენტულად აქონ პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი.

სამთავრობო PR-დეპარტამენტი მუდმივ რეჟიმში აგზავნის მედიასაშუალებების მეილებზე  ქება-დიდებას, რომელსაც „ქართული ოცნების“ წევრები ბიძინა ივანიშვილის მიმართ არ იშურებენ.

ჩვენ ამოვარჩიეთ 30 ქება და თარიღების მიხედვით გთავაზობთ:

4 მაისი

 არჩილ თალაკვაძე:

ბიძინა ივანიშვილი  COVID პანდემიის დროსაც მსოფლიოში ფინალტროპიის და ქველმოქმედების სათავეშია… ივანიშვილი ყოველთვის ამბობდა რომ არავის გაკერპება არ უნდა მოხდეს, არავინ უნდა გავაღმერთოთ, როგორც იყო სააკაშვილის დროს, არამედ ინტიტუტები უნდა მუშაობდეს, რასაც დღეს ვხედავთ.

თეა წულუკიანი:

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პატარა ქვეყანას ჰყავს ასეთი ადამიანი, რომლის იმედიც არამხოლოდ ხალხს შეიძლება ჰქონდეს, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტებსაც… თითოეული მოქალაქისგან მას და მის ოჯახს ეკუთვნით განსაკუთრებული მადლობა.

რატი იონათამიშვილი:

ის უპრეცედენტო ქველმოქმედება, რაც ბიძინა ივანიშვილმა გასწია კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, არ ჩამოდის საერთაშორისო წამყვანი გამოცემების მთავარი ფურცლებიდან.

ირაკლი ჩიქოვანი:

ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს მოქალაქეებისთვის გაწეული დახმარება არის ყველაზე გამორჩეული, თვალსაჩინო და მისაბაძი.

2 მაისი

ირაკლი ჩიქოვანი:

ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობა კოვიდ-19-თან ბრძოლაში და მთლიანად პოლიტიკური გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ერთ-ერთი სამაგალითოა როგორც ევროპაში, ისე მსოფლიოში.

1 მაისი

გია ვოლსკი:

ბიძინა ივანიშვილი მნიშვნელოვნად ეხმარება საქართველოს ბიუჯეტს, საქართველოს მოსახლეობას და არა მარტო ამ შემთხვევაში, როცა ვირუსს ვებრძვით.

მერაბ ქვარაია:

ის, რომ ბიძინა ივანიშვილი მსოფლიოში ნომერ პირველია ერთ მოსახლეზე გაღებული ქველმოქმედებით,  ყველაფერთან ერთად ჩვენს ქვეყანას სხვა დადებითი კუთხით წარმოაჩენს.

29 აპრილი

რატი იონათამიშვილი:

ივანიშვილის უპრეცედენტო დონაცია არ დარჩებოდა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიღმა… მსგავს ქველმოქმედებას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია…

დავით მათიკაშვილი:

„ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება უკვე გლობალური მასშტაბით არის დანახული. საკუთარი ქვეყნისთვის, საკუთარი ერისთვის ამ დონის, ამ მასშტაბის გაღებული ქველმოქმედება უპრეცედენტოა მთელ მსოფლიოში, რისთვისაც  მადლობა ბიძინა ივანიშვილს…

ირაკლი კობახიძე:

ბიძინა ივანიშვილის შემოწირულობა, რომელიც მან განახორციელა კოვიდის ფონდში,  უპრეცედენტოა თავისი მოცულობით და ეს არის უპრეცედენტო არა მხოლოდ ეროვნულ განზომილებაში, არამედ, საერთაშორისო განზომილებაშიც.

24 აპრილი

გიორგი გახარია:

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ბიძინა ივანიშვილს იმ წვლილისთვის, რომელიც მან კორონავირუსთან ბრძოლაში შეიტანა ფინანსურადაც და მენეჯმენტის ნაწილში პირადი ჩართულობით.

23 აპრილი

მამუკა მდინარაძე:

ოპოზიცია დაიმალა, როცა ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა covid19-ის წინააღმდეგ ბრძოლის  ფონდში 100 მლნ ჩარიცხა. მხოლოდ  ზოგიერთები გამოჩნდნენ და საერთოდ სისულელეები ილაპარაკეს. ეს არის ორმაგი სტანდარტი, რომ 100 მლნ-ის ჩარიცხვაზე იმალები და ქრები.

22 აპრილი

მამუკა მდინარაძე:

იგი  ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს პარტიაში, შესაბამის ჯგუფებთან, შესაბამის საკონსულტაციო საბჭოებს უძღვება და ეს არის პერმანენტული…. კითხვა, სად არის ბიძინა ივანიშვილი, აბსოლუტურად არარელევანტურია.

სოფო კილაძე:

ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის სიმყარის, განვითარების გარანტი და ეს თქვენ ძალიან კარგად იცით. ამიტომაც გყავთ ეს ადამიანი ამოღებული მიზანში, ამიტომ არის, სულ მასზე რომ ლაპარაკობთ. და ისეთი პოზიტიური რამ, რაც იყო, რაც ვნახეთ გუშინ და ძალიან ბევრი ადამიანი გახალისდა, ძალიან კარგი ნაბიჯი იყო მათი მხრიდან.

14 აპრილი

ლაშა ნაცვლიშვილი:

ბიძინა ივანიშვილი ამ ხელისუფლების მშობელია, გვინდა ეს თუ არა. ამ ხელისუფლების ყველა ბალახის შრიალში ბიძინა ივანიშვილია. ყველა, ვინც ადამიანის სამსახურში დგას, პოლიციელიდან ექიმის ჩათვლით, ყველგან ბიძინაა.

10 აპრილი

დიმიტრი ხუნდაძე:

ჩვენ მიჩვეული ვართ ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან  ყოველდღიურს დახმარებას.

9 აპრილი

კახა კუჭავა:

ბიძინა ივანიშვილმა გადადგა მართლაც უპრეცედენტო ნაბიჯი.

მიხეილ ყაველაშვილი:

…არაერთი მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა ამ მართლაც უნიკალურმა ადამიანმა… არ მომერიდება და ამას პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მოვლენაა ეს ადამიანი.

არჩილ თალაკვაძე:

ეს არის დიდსულოვანი, მამულიშვილური საქციელი და მინდა, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს…

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ის თავის ქვეყანას და ხალხს ეხმარება…

ფილანტროპია, ქველმოქმედება, თავის ხალხთან და თავის ქვეყანასთან დგომა, მით უმეტეს, გასაჭირში, ეს არის მისი ღირებულებითი სისტემის ნაწილი, რასაც ის ბუნებრივად და გულწრფელად აკეთებს.

გია ვოლსკი:

„საჭიროა? გააკეთა! კიდევ გახდება საჭირო? კიდევ გააკეთებს!

ნუკრი ქანთარია:

როგორც ყოველთვის ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის სადარაჯოზე დგას.

მაია ცქიტიშვილი:

ბატონი ბიძინა, მისი ოჯახი წლების განმავლობაში არიან ის დამზღვევი, ის გარანტი საჭიროებების დაკმაყოფილებისა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს.

ირაკლი სესიაშვილი:

ივანიშვილების ოჯახის მხრიდან უანგარო ქველმოქმედება სიახლეს არ წარმოადგენს ჩვენი საზოგადოებისთვის.

 ირაკლი კობახიძე:

ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი დემოკრატიული განვითარების გარანტი, იმ სახელმწიფო მიმართულებების განვითარების გარანტი, რომელსაც დღეს ჩვენი ხელისუფლების საქმიანობა ეფუძნება. ეს არის დემოკრატიის, საგარეო პოლიტიკური კურსის გარანტი და ა.შ. ყველა მიმართულებით ის ასრულებს გარანტის ფუნქციას.

 გიორგი გახარია:

ჩვენ ქვეყანაში გვყავს უნიკალური დაზღვევა, რომელსაც ადამიანის სახით, საქართველოს მოქალაქის სახით.

3 აპრილი:

არჩილ თალაკვაძე:

ბიძინა ივანიშვილი და ფონდი „ქართუ“ ყოველთვის გვერდით ედგა ხალხს და ქვეყანას. ფონდი „ქართუს“ განცხადება, რომ სახელმწიფოს ყველაზე მნიშვნელოვანი საჭიროებების დაფინანსებაში დაეხმარება – უპრეცედენტოა.

2 აპრილი

გიორგი გახარია:

ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება ბოლო წლების განმავლობაში, სახელმწიფოს რომ თავი დავანებოთ, უბრალოდ კულტურაში, ჩვენს არქიტექტურასა და ისტორიულ მემკვიდრეობაში, ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ამ ქვეყანას, სახელმწიფოს, ამ მთავრობას, ამ გუნდს აქვს „ქართუს“ მხარდაჭერის აბსოლუტურად დასაბუთებული იმედი“.

 23 მარტი:

არჩილ თალაკვაძე:

თუ კითხვა არის, რომელი პარტია აკეთებს ამას და რომელი პოლიტიკური გუნდი მართავს ამ სიტუაციას ეფექტურად  – ცხადია, ეს პოლიტიკური გუნდი არის, „ქართული ოცნება“. ეს პოლიტიკური გუნდი ბიძინა ივანიშვილის მიერ არის შექმნილი.

13 მარტი

რატი იონათამიშვილი:

მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არის ადამიანი, რომლის იმედი თითოეულ ჩვენგანს შეიძლება ჰქონდეს, როდესაც ჩვენს ქვეყანას უჭირს.

დიმიტრი ხუნდაძე:

ბიძინა ივანიშვილი თავისი ჩვეული აქტივობით, ერთვება სწორედ იმ დროს, როდესაც მისი მონაწილეობა არის გამორჩეულად მნიშვნელოვანი.

პუბლიკა.ჯი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved