• რეკლამა
  • კონტაქტი
22:49, შაბათი, 17 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

3 წლის ბავშვი პიროტექნიკით დაზიანდა – “ბავშვისთვის გინდა დატენილი იარაღი მიგიციათ და გინდა ასაფეთქებელი”

ალია ავტორი - ალია
16:26 01-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
63

მიუხედავად იმისა, რომ მედიკოსები წინასაახალწლოდ უკვე წლებია რეკომენდაციებს არ იშურებენ და მშობლებს მოუწოდებენ, პატარებისთვის პიროტექნიკა ხელმისაწვდომი არ იყოს, ყოველწლიურად სამწუხარო ფაქტები მაინც ხდება…

ჯანმრთელობის და უსაფრთხოების გაფრთხილების მიზნით, საქართველოს პარლამენტმა 2018 წელს სპეციალური კანონიც მიიღო, აიკრძალა არასრულწლოვანისათვის პიროტექნიკის მიყიდვა. თუმცა, არ აკრძალულა მისი გამოყენება, შესაბამისად, მას მშობლები ყიდულობენ და ბავშვები კი “აფეთქებენ”

“პრაიმტაიმთან” ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე საუბრობს:

“პიროტექნიკით დაზარალებულთა სტატისტიკაზე საუბარი რთულია, რადგან დაზარალებულები მხოლოდ დამწვრობის ცენტრში არ ხვდებიან, ისინი სხვადასხვა კლინიკებში, ქირურგიულ მიმღებში ხვდებიან, რადგან გარდა დამწვრობისა, ასაფეთქებლებს ნაკვეთი ჭრილობები, სისხლდენები, თითების მოტეხილობები, ყბა-სახისა და თვალის დაზიანებები და ა.შ.

წელს, ჩვენთან სულ 35 პაციენტი შემოვიდა, აქედან 20 ბავშვია. მოხდა 3 მათგანის ჰოსპიტალიზაცია. საბედნიეროდ, წელს მძიმე შემთხვევა არ გვქონია. შეიძლება  ითქვას, რომ სტატისტიკამ გასულ წლებთან შედარებით ცოტა იკლო. შობაზეც მივიღეთ ასეთი პაციენტები და ძველ ახალწელსაც ველოდებით, ასე გრძელდება ხოლმე. სანამ დღესასწაულებია და სანამ ბოლო ასაფეთქებლები არ გაიყიდება მსგავსი შემთხვევები გრძელდება.

წელს, ყველაზე პატარა, რომელმაც დაზიანება მიიღო 3 წლის ბავშვია, სხვამ გაისროლა და მას ანასხლეტი მოხვდა, საბედნიეროდ, სერიოზული არაფერი იყო, გადავრჩით. დანარჩენები 9, 10 და 11 წლის ბავშვები იყვნენ. ძირითადი დაზიანება მარჯვენა ხელის მტევანსა და სახეზე მოდიოდა.

ბაზარზე არის ისეთი ასაფეთქებელი საშუალებები, რომლებიც განსაკუთრებულად სახიფათოა. ბავშვისთვის გინდა დატენილი იარაღი მიგიციათ და გინდა ასაფეთქებელი, რომელიც 100 მ. სიმაღლეზე ადის, როგორი მძიმე შედეგების გამოწვევა შეუძლია მსგავს საშუალებებს რთული წარმოსადგენი არ არის.

მშობლებს კი მოვუწოდებ, რომ 10-15 წუთიანი ახსნა-განმარტებებით დაკავდით და მოზარდებს პიროტექნიკით გამოწვეულ შედეგებსა და ხიფათზე ესაუბრეთ, ეს უმჯობესია, ვიდრე დღესასწაულებს კლინიკებში შეხვდეთ და საკუთარი ოჯახის წევრებზე გამოცადოთ საქართველოს ჯანდაცვის პროგრამების მუშაობის ხარისხი.”

თეგები: გუგა ქაშიბაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

20:25 10-17-2026
თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა – Euromoney-ს ჯილდო
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა – Euromoney-ს ჯილდო

18:46 10-16-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო

17:30 10-16-2026
ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება – თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო
ახალი ამბები

ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება – თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო

14:54 10-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved