• რეკლამა
  • კონტაქტი
12:11, ორშაბათი, 3 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

3 ტონა კოკაინი და დაკავებული ქართველი მეზღვაურები – რა მოხდა ესპანეთში?

ალია ავტორი - ალია
21:29 03-04-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
172

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ეს­პა­ნე­თის წყლებ­ში და­ა­კა­ვეს გემი, რო­მელ­საც დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კე­ბი გა­დაჰ­ქონ­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გემ­ზე ქარ­თვე­ლი მე­ზღვა­უ­რე­ბიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. სპე­ცო­პე­რა­ცია სა­ხე­ლად “ბო­კა­ნეგ­რა“ ეს­პა­ნელ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა პა­ლა­უს რეს­პუბ­ლი­კის დრო­შის ქვეშ მცუ­რავ გემ­ზე 22 თე­ბერ­ვალს ჩა­ა­ტა­რეს.

ად­გი­ლობ­რი­ვი სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად, ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი სქე­მა გა­ი­შიფ­რა – ეს­პა­ნე­თის ტე­რი­ტო­რი­ულ წყლებ­ში მცუ­რა­ვი გე­მი­დან სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 3 ტონა კო­კა­ი­ნი ამო­ი­ღეს, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბაც შავ ბა­ზარ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 150 მი­ლი­ონ ევ­როს აღ­წევს.

“რუს­თა­ვი2” -ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გემ­მა სა­ქარ­თვე­ლოს აკ­ვა­ტო­რია 2 იან­ვარს და­ტო­ვა.

ეს­პა­ნუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, მას შემ­დეგ, რაც ბორტზე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი გა­მოჩ­ნდნენ, ეკი­პა­ჟის წევ­რებ­მა სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად გე­მის ჩა­ძირ­ვა გა­და­წყვი­ტეს. სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად გემ “ნე­ჰი­რის“ ეკი­პა­ჟის ცხრა წევ­რი და­ა­კა­ვეს, რო­მელ­თა­გან ოთხი სა­ქარ­თვე­ლოს, ხუთი კი თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქეა.

ბარ­სე­ლო­ნას ცი­ხე­ში გა­დაყ­ვა­ნამ­დე ქარ­თველ­მა მე­ზღვა­უ­რებ­მა ოჯა­ხის წევ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბა მო­ა­ხერ­ხეს. ჯერ ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ არის ცნო­ბი­ლი, იცოდ­ნენ თუ არა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა, რა ტვირ­თი გა­დაჰ­ქონ­დათ პა­ლა­უს დრო­შის ქვეშ მცუ­რა­ვი სა­ვაჭ­რო სა­ზღვაო გე­მით. მათ მდგო­მა­რე­ო­ბას ამ­ძი­მებს ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ ეკი­პა­ჟის წევ­რებ­მა ტან­კე­რი ეს­პა­ნე­თის სა­ნა­პი­როს­თან ჩა­ძი­რეს. და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სქე­მის მი­ხედ­ვით, კო­კა­ი­ნით დატ­ვირ­თუ­ლი ტან­კე­რი­დან ნარ­კო­ტი­კი მცი­რე გე­მე­ბით ეს­პა­ნე­თის სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში უნდა გა­და­ე­ზი­დათ. და­კა­ვე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ადას­ტუ­რე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­შიც. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­კონ­სუ­ლო მუდ­მივ კონ­ტაქ­ტზეა და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცვე­ლებ­თან და მათი ოჯა­ხის წევ­რებ­თან. ეს­პა­ნეთ­ში გე­მი­დან დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის გა­და­ზიდ­ვის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი მე­ზღვა­უ­რე­ბი ამ­ჟა­მად ბარ­სე­ლო­ნას ცი­ხე­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან.

მათ ინ­ტე­რე­სებს სა­ხა­ზი­ნო ად­ვო­კა­ტი იცავს.

და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ნა­თე­სა­ვე­ბის გან­ცხა­დე­ბით, მათ ეს­პა­ნე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბულ სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­ზე ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­დათ, თუმ­ცა ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ ქარ­თვე­ლე­ბი გემ­ზე მხო­ლოდ სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის­თვის იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და არ ჰქონ­დათ ინ­ფორ­მა­ცია იმა­ზე, რომ გე­მით 3 ათა­სი კი­ლოგ­რა­მი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა გა­დაჰ­ქონ­დათ.

“გემ­ზე შემ­თხვე­ვით მოხ­ვდნენ. 45 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩემს შვილ­თან კონ­ტაქ­ტი არ მქო­ნია, არც ერთი ზარი არ შე­მო­სუ­ლა მის­გან. იმ დღეს და­მი­რე­კა და თქვა, ვი­ძი­რე­ბი­თო. ჩემს შვილს ეს რომ სცოდ­ნო­და, შე­იძ­ლე­ბა სა­ერ­თოდ გა­დამხტა­რი­ყო ზღვა­ში,”- ამ­ბობს ნუკ­რი გო­გი­ტი­ძის მამა ნუგ­ზარ გო­გი­ტი­ძე “რუს­თა­ვი 2”-თან სა­უბ­რი­სას.

რო­გორც შუ­ა­მა­ვა­ლი კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნელი ხა­თუ­ნა ფუტ­კა­რა­ძე “რუს­თა­ვი-2”-თან ამ­ბობს, მას და­უ­კავ­შირ­და თურ­ქუ­ლი კომ­პა­ნია, რო­მელ­მაც უთხრა, რომ გემ­ზე 4 პი­რის და­საქ­მე­ბა სურ­და, რის შემ­დე­გაც ის ქარ­თვე­ლებს და­უ­კავ­შირ­და და სამ­სა­ხუ­რი შეს­თა­ვა­ზა. რო­გორც ფუტ­კა­რა­ძე ჰყვე­ბა, ის მუდ­მივ კონ­ტაქ­ტზე იყო ქარ­თვე­ლებ­თან, რომ­ლე­ბიც ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ კარგ პი­რო­ბებ­ში და სამ­სა­ხუ­რით კმა­ყო­ფი­ლე­ბი იყ­ვნენ და მას ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სმს-ებიც გა­აჩ­ნია.

თეგები: ესპანეთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved