• რეკლამა
  • კონტაქტი
03:43, ხუთშაბათი, 12 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“3 თვის ჩვილი შიმშილით გარდაიცვალა, 58 წლის დევნილი კაცი სიცივისგან გაიყინა, 44 წლის კაცმა ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა…” – სალომე სიმონია

ალია ავტორი - ალია
20:35 10-26-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
452

სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია:

შარშან, 3 თვის ჩვილი შიმშილით გარდაიცვალა. ყველასგან მიტოვებულ ბავშვზე პასუხისმგებელი ზრუნვის სააგენტო იყო.
სააგენტოს ხელმძღვანელი შსს-ს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის მეუღლე გახლდათ.
მათი მხრიდან უყურადღებობას წინა წელს კიდევ ორი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, არასათანადო მოვლის გამო.
ერთ წელს, 58 წლის დევნილი კაცი სიცივისგან გაიყინა. საცხოვრებლად გამოუსადეგარ შენობაში ცხოვრობდა.
52 წლის დევნილი სახურავიდან გადმოხტა და თავი მოიკლა. წლების მანძილზე ბინას ითხოვდა.
ზამირ კვეკვესკირმა დევნილთა სააგენტოს წინ ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა. 44 წლის კაცი, თან იწვოდა და თან შვილებისთვის ბინას ითხოვდა.
მხოლოდ 2024-ში კი, საჯარო უწყებებმა პრემია/დანამატებში ნახევარ მილიარდზე მეტი, რესტორნებში – 30 მლნ. დახარჯეს, აუდიტის სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით.
ახლა ვიგებთ, რომ ქვეყნის პირველი პირი წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლებს იღებდა. მინისტრები და სხვა თანამდებობის პირები თურმე კორუფციაში ყოფილან ჩაფლული.
დღევანდელი ქართული ოცნების წევრებმა ამის შესახებ იცოდნენ და დუმდნენ? თუ ზუსტად არ იცოდნენ, მაშინ ხმალამოღებულები რატომ იცავდნენ კორუმპირებულებს?!
ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის არცოდნა მათ პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. როგორც თავად ამბობენ, თანამდებობა ინდულგენცია არ არის.
მათ პასუხის გაცემა მოუწევთ ამდენ დაკარგულ სიცოცხლეზე. უკიდურესი სიღარიბისგან გაწამებული ამდენი ადამიანის საჭმლის, წამლის და ბინის ლოდინში დაკარგულ წლებზე, რომლის პარალელურადაც ოცნების წევრები მხოლოდ მდიდრდებოდნენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე – თიბისი
ახალი ამბები

რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე – თიბისი

15:36 02-11-2026
თიბისის მოსწავლის ბარათის აღება გამარტივდა
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათის აღება გამარტივდა

14:48 02-11-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:16 02-11-2026
რა უნდა იცოდე ბარიატრიულ ქირურგიაზე ოპერაციამდე? – ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი
ახალი ამბები

რა უნდა იცოდე ბარიატრიულ ქირურგიაზე ოპერაციამდე? – ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი

18:56 02-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved