3 რუსი ასტრონავტი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე უკრაინის დროშის ფერებში შეკერილი ფორმით დაეშვა – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ბევრმა ეს მიიჩნია, როგორც მინიშნება ასტრონავტების დამოკიდებულებისა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, თუმცა თავად ამ თემაზე განცხადება არ გაუკეთებიათ.
ოლეგ არტემიევი, დენის მატვეევი და როსკოსმოსის სერგეი კორსაკოვი პირველი რუსები არიან, რომლებიც კოსმოსურ სადგურზე მივიდნენ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. ვიდეოს ჩაწერის დროს, ოლეგ არტემიევს ჰკითხეს, რატომ ეცვათ ყვითელი კომბინიზონი და არა ნაცრისფერი, როგორც საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ეკიპაჟის სხვა წევრებს.
“თითოეული ეკიპაჟი ირჩევს საკუთარ კოსტიუმებს, კომბინიზონებს, რომ არ იყოს ერთნაირი”, – თქვა მან.
ცნობისთვის, უკრაინაში ომის გამო, ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ შეაჩერა მარსის საძიებო მისია, რომელსაც როსკოსმოსთან ერთად ახორციელებდა. მაგრამ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის პროგრამა გრძელდება. ეს პროგრამა მხარდაჭერილია ევროპის კოსმოსური სააგენტოს, როსკომოსისა და აშშ-ს კოსმოსური სააგენტოს მიერ.
კომენტარები