• რეკლამა
  • კონტაქტი
06:25, ორშაბათი, 19 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

3 მიზეზი, რის გამოც აშშ კორონავირუსს მოუმზადებლად დახვდა

ალია ავტორი - ალია
17:14 04-03-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
A tourist crosses the 7th Avenue at Times Square on March 13, 2020 in New York City. (Photo by Johannes EISELE / AFP) (Photo by JOHANNES EISELE/AFP via Getty Images)

A tourist crosses the 7th Avenue at Times Square on March 13, 2020 in New York City. (Photo by Johannes EISELE / AFP) (Photo by JOHANNES EISELE/AFP via Getty Images)

Facebook-ზე გაზიარება
30

3 აპრილისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებმა 200 ათასს გადააჭარბა, რაც მას მსოფლიოში „ანტირეიტინგის“ ლიდერად ხდის.

რამდენიმე დღით ადრე, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ კოვიდ-19-ისგან გარდაცვლილთა რაოდენობა არ გადააჭარბებს 100 ათასს, ეს იმას ნიშნავს, რომ მისმა ადმინისტრაციამ „კარგად გაართვა თავი დავალებას“.

კიდევ რამდენიმე თვით ადრე ის ამბობდა: „ერთხელაც ის (კორონავირუსი) უბრალოდ გაქრება და ეს სასწაული იქნება“.

დღეს უკვე ნათელია ის ფაქტი, რომ ახალი კორონავირუსი უბრალოდ არ გაქრება და ბევრისთვის გასაკვირად აშშ-მა ჯანდაცვის კუთხით პანდემიის პირობებში ბევრი შეცდომა დაუშვა.

ექსპერტები პანდემიის დროს ამერიკაში წარმოქმნილ ძირითად სამ პრობლემას ასახელებენ:

დაკარგული თვე

უპირველეს ყოვლისა, საჭირო იყო ქვეყანაში დაინფიცირებულების ზუსტი რუკის შედგენა. ამისათვის კი საჭირო იყო რაც შეიძლება მეტი ტესტის ყიდვა, რათა დაკვირვებოდნენ თითოეული ინფიცირებულის კონტაქტებს და საჭიროების შესაბამისად, იზოლაციაში მოექციათ.

The New York Times-ის რესპონდენტები ამტკიცებენ, რომ თეთრი სახლის სამუშაო ჯგუფის წევრები, პანდემიის საწყისს ეტაპზე ანალიზების საკითხს 5-10 წუთს უთმობდნენ.

ამ სამუშაო ჯგუფში შედიოდა, რამდენიმე ფედერალური სააგენტო, რომელთა პირდაპირ მოვალეობაში შედის მასობრივი ეპიდემიის შეჩერება. მათ შორის იყო დაავადებათა კონტროლის ცენტრი (CDC) და სურსათისა და წამლების ადმინისტრაცია (FDA).

მაშინაც კი, როდესაც კრიზისის მასობრივი მასშტაბი ჩინეთის მაგალითზე დამტკიცდა, ხოლო ამერიკელი ბიოლოგები და ექიმები განგაშის ზარს სცემდნენ, ამ უწყებების ხელმძღვანელობამ, როგორც NYT-ის წყაროები აცხადებენ, ვერ შეძლეს საფრთხის ადეკვატური შეფასება და ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღება.

შესაბამისი სტატია The New York Times-ში გამოქვეყნდა სათაურით: „დაკარგული თვე: როგორც აღმოჩნდა ამერიკა კოვიდ-19-ის წინაშე დაბრმავებულია, ტესტირების ჩატარების უუნარობის გამო“.

CDC-ის ხელმძღვანელი, ყოფილი სამხედრო ექიმი და აივ/შიდსის სპეციალისტი რობერტ რედფილდი, 2018 წელს თანამდებობაზე დანიშვნამდე, არასდროს ხელმძღვანელობდა ფედერალურ სააგენტოს.

იანვრის ბოლოს CDC-მ განაცხადა, რომ მათ ლაბორატორიაში მსოფლიოში კორონავირუსის დასადგენი ყველაზე ზუსტი ტესტი შეიმუშავეს. თუმცა ეს ტესტი უვარგისი აღმოჩნდა.

განსხვავებით გერმანულისგან, რომლის რეკომენდაცია გასცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, CDC-ს ტესტში, კორონავირუსის არსებობის დასადგენად პაციენტის ნაცხში იყენებდნენ სამ და არა ორ „ზონდს“, რომლებიც პოულობენ გენომ SARS-CoV-2-ის სამ ფრაგმენტს.

Dr. Robert R. Redfield is the head of the C.D.C.. The test his agency developed failed in February.

ფოტო: CDC-ის ხელმძღვანელი, რობერტ რედფილდი 

თეორიულად ასეთი ტესტი უფრო ზუსტი უნდა ყოფილიყო, თუმცა ვირუსის გენომის ზუსტად ეს მესამე ფრაგმენტი ანალიზის დროს იძლეოდა ბუნდოვან შედეგს.

ტესტირება მალევე შეაჩერეს და რედფილდმა განაცხადა, რომ პრობლემას უმალვე მოაგვარებდა, ამაზე კი აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა კიდევ რამდენიმე კვირა დახარჯა.

ბიუროკრატიული კონფლიქტი

სხვა პრობლემა იყო ბიუროკრატიული. სანამ აშშ-ში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდებოდა, 6 კვირით ადრე, FDA-ს ხელმძღვანელი, ონკოლოგი სტივენ ჰანი გახდა.

როგორც NYT წერს, მისი დაქვემდებარების ქვეშ აღმოჩნდა უზარმაზარი უწყება, 15 ათასი თანამშრომლით, რომლები არეგულირებდნენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქციებს.

სწორედ მას უნდა გაეცა ლიცენზია კერძო ლაბორატორიებისთვის, რომლებმაც მასობრივი ტესტირებებისთვის თავიანთი დახმარება შესთავაზეს ხელისუფლებას, მაგრამ შეეჯახნენ ფედერალურ ბიუროკრატიას.

ამის შედეგად თებერვლის შუა რიცხვებში ქვეყანაში ტარდებოდა მაქსიმუმ 100 ანალიზი ძალიან მკაცრი კრიტერიუმით: მხოლოდ ჩინეთიდან ჩამოსული ადამიანები ან დაინფიცირებულთან პირდაპირ კონტაქტში მყოფები.

მაგალითად, სტენფორდის კლინიკურმა უნივერსიტეტმა ტესტირება მარტის დასაწყისში დაიწყო, როდესაც სტივენ ჰანმა საბოლოოდ გასცა ლიცენზია.

ამ მომენტისთვის დაავადებული უკვე ათასი იყო, შემდგომ კი ათობით ათასი.

FDA-ს მიერ პრობლემურად გაცემული ლიცენზია არ არის ერთადერთი პრობლემა.

2018 წელს, აშშ-ში ბიოუსაფრთხოების ნაციონალური სტრატეგია მიიღეს, რომლის ფარგლებში, არსებობს კომისია, რომელიც შეიმუშავებს პანდემიებსა და ეპიდემიებზე ეროვნულ რეგულაციებს, მას კი ჯანდაცვის და ადამიანური რესურსების მინისტრი ალექს აზარი ხელმძღვანელობს.

სწორედ მას უნდა განეხორციელებინა პირველივე კვირებში კოორდინაცია მნიშვნელოვან უწყებებს შორის.

Under Alex M. Azar II, the health secretary, the C.D.C. and F.D.A. failed to break out of their business-as-usual habits.

ფოტო: ალექს აზარი, აშშ-ის ჯანდაცვისა და ადამიანური რესურსების მინისტრი

მაგრამ 2020 წლის თებერვალში, აშშ-ის გენერალური აუდიტის ოფისმა აჩვენა, რომ აზარის ხელმძღვანელობის ჯანდაცვის სამინისტროს არ შეუძლია წარმატებული კოორდინაცია გაუწიოს ფედერალურ სამინისტროებს, რადგან არ გააჩნია რეალური უფლებამოსილებები.

როგორც სამხედრო-საჰაერო გამოცემა Task & Purpose-სთან საუბარში, აშშ-ის ბიოუსაფრთხოების ნაციონალური კომისიის აღმასრულებელმა დირექტორმა და ყოფილმა მზვერავმა აშა ჯორჯმა აღნიშნა, „ერთ უწყებას არ შეუძლია უბრალოდ უბრძანოს მეორე უწყებას რა გააკეთოს, ამიტომ ჯანდაცვის სამინისტროს დაყენება ბიოუსაფრთხოების სათავეში, იყო შეცდომა – ეს ამ ქვეყანაში უწყებათაშორისო ბიუროკრატიის გამო არასდროს იმუშავებს“.

ეპიდემიის პოლიტიზაცია

სოციალური კამპანია Civiqs-ის მიერ ჩატარებულმა თებერვალი-მარტის კველევამ აჩვენა, რომ ამერიკელების რეაქცია პანდემიაზე პირდაპირ არის დამოკიდებული მათ პოლიტიკურ ხედვებზე:

თუ დემოკრატ ამომრჩევლებს შორის „უკიდურესად შეშფოთებული“ 59%-ია, პანდემიასთან დაკავშირებით რესპუბლიკელების მხოლოდ 22% ღელავს.

პოლიტიკოსების გადაწყვეტილებები გამოხატავს მათი ელექტორატის აზრს.

ვაშინგტონის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ რესპუბლიკელ გუბერნატორებს საშუალოდ 2,7 დღის დაგვიანებით შეჰქონდათ თავიანთ შტატებში შემზღუდავი ზომები.

ბევრი რესპუბლიკელი პოლიტიკოსისთვის, პანდემია უპირველეს ყოვლისა ეკონომიკის საკითხია.

ვისკონსინის შტატის სენატორმა რონ ჯონსონმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ამბობდა, რომ „სიკვდილი – ეს სიცოცხლის განუყოფელი ნაწილია“, და ხელისუფლებას მოუწოდებდა მალე მოხსნას შეზღუდვები, რათა არ დაიღუპოს ამერიკული ბიზნესი.

პრაიმტაიმი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved