ბრიტანელი ოჯახი კორონავირუსით მას შემდეგ დაინფიცირდა, რაც მამამ სურსათის მაღაზიაში პროდუქტები შეიძინა. “ჩვენ 3 კვირა იზოლაციაში ვიყავით, ვირუსი სახლში მივიტანე მას შემდეგ რაც მაღაზიაში ცოტა ხნით ვიყავი” – ამბობს ბავშვის მამა. პიტერ ჯონსმა ამის შესახებ საკუთარ Twitter-ის გვერდზე დაწერა.
ოჯახის 3 წევრი მალე გამოჯანმრთელდა, თუმცა ბავშვი ჯერ საავადმყოფოში იმყოფება და მისი მშობლები იმედოვნებენ რომ ის მალე გამოჯანმრთელდება.
“მინდა ყველას ვუთხრა, რომ ერთი გასვლაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ყველაფერი რისკის ქვეშ დააყენო” – თქვა ჯონსმა და მოსახლეობას იზოლაციის წესების დაცვისკენ მოუწოდა.
წყარო: რეპორტ.ჯი
კომენტარები