• რეკლამა
  • კონტაქტი
07:58, ოთხშაბათი, 14 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

3 დეკემბრის აქციის შემდეგ, „ოცნება“ მიხვდა, რომ თავის გეგმას უნდა „მიაწვეს“… გეგმა კი ასეთია…

ალია ავტორი - ალია
17:57 12-05-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33,006

ანი დვალიშვილი

წესითა და რიგით, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გასული კვირის მთავარი მოვლენა უნდა ყოფილიყო, მაგრამ როგორც თითქმის ყველა ვარაუდობდა, ნურას უკაცრავად – არ გამოვიდა ამ ამბიდან არაფერი. ნაციონალურმა მოძრაობამ ვერ თუ არ მოახერხა იმ ოდენობის ადამიანების შეკრება, „ოცნების“ ოფისის კედლებს ზანზარი რომ დაეწყოთ და ეგეც არ იყოს, ნაც-მოს აქტივი გაუგებრობაშია, არ იციან, ვის მხარეს დადგნენ, ვერ ხვდებიან, ხაბეიშვილი გაიმარჯვებს თუ მელია და ამიტომ, არ სურთ, საქმე ახლა გაიფუჭონ. ჰოდა, ხაბეიშვილს გამოსავალი აპოვნინეს და მიკროფონში აყვირეს, სააკაშვილის სასამართლოსთვის მთელი საქართველო უნდა დაირაზმოს და სასამართლოსთან მოვიდეს, რათა ჩვენი პრეზიდენტი გადავარჩინოთო. რა გამოვა „მთელი საქართველოდან“, ერთად ვნახავთ, მაგრამ 3 დეკემბერს გამოჩნდა, რომ ნიკა მელიას პოზიციები პარტიაში იმაზე მყარია, ვიდრე ეს მის კონკურენტებს ჰგონიათ და  მოქმედი თავმჯდომარე არც მუქარას ერიდება, ასე ვეღარ გაგრძელდება, სიტუაცია პარტიაში უნდა შეიცვალოსო. მელიას არაპირდაპირ დიმიტრი შაშკინმა უპასუხა, რომელმაც ძველი დანაპირები გაახსენა, ცხელ შემოდგომას რომ გვპირდებოდა, სად არისო? მოკლედ, სააკაშვილი კვლავ ციხეშია, მელია და ხაბეიშვილი – კვლავ დაპირისპირებულები და მთავრობა ბედნიერი. ჰო, ბედნიერი, რადგან მათ აშკარად იმაზე მეტი მოლოდინი ჰქონდათ, ვიდრე ნაციონალები გამოჩნდნენ და თუ სასამართლოზეც იგივე ოდენობის ხალხი მივა, გვერწმუნეთ, „ოცნება“, რომელიც მუდამ „თავების თვლით“ არის დაკავებული, დაწყებულ გეგმას ბოლომდე „მიაწვება“ და განახორციელებს კიდიეც.

რაც შეეხება გეგმას. სანამ მთავარი ოპოზიციური პარტია შიდა საქმეების გარჩევით არის დაკავებული, მანამ „ხალხის ძალა“ რეგიონებში ოფისებს ხსნის. ჰო, „ქართული ოცნების“ ოფისების პარალელურად, ოფისებს „ხალხის ძალაც“ ხსნის და ცოდვა გამხელილი სჯობს, ინვენტარის გადატანასა და ოფისების მოწყობაში მათ „ქართული ოცნების“ აქტივი ეხმარება. „მმართველ გუნდში იმსჯელეს და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ოპოზიციის დღევანდელი რეიტინგის ფონზე, „ოცნებას“ მარტივად შეუძლია, საკუთარი ამომრჩეველი გაყოს და ნაწილმა ხმა „ხალხის ძალას“ მისცეს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ასე გაგრძელდა, 2024 წელს, პარლამენტში, მთავარი ოპოზიციური ძალა არა „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ „ხალხის ძალა“ იქნება და ამ ამბით ხელისუფლებაში მყოფი პარტია სრულ კომფორტს შეიქმნის. ანუ, ოპოზიციაც თავად იქნება და პოზიციაც. რა თქმა უნდა, არსებობს უდიდესი შანსი იმისა, რომ 2024 წლამდე ოპოზიციამ მოახერხოს და გამოფხიზლდეს, ან რაიმე, რადიკალური ნაბიჯები გადადგას, ისეთი, რომელიც ამომრჩეველზე იმოქმედებს, მაგრამ სანამ ამის შესაძლებლობა არ ჩანს, მანამ „ოცნება“ გეგმებს აწყობს. თუ კონკრეტული მომენტისთვის, მმართველი ძალა მიხვდება, რომ ადამიანური რესურსი არ ეყოფა ამისთვის, მარტივად შეიერთებს „ხალხის ძალას“ თავის ოფისებითა და აქტივით“, – გვეუბნება ჩვენი წყარო.

პრინციპში, რაღას შეიერთებს, ამდენი ოფისის ქირაობას და იქ მომუშავე ადამიანებისთვის ხელფასის ხდას მომდევნო ორი წლის განმაავლობაში, „ხალხის ძალა“ ნამდვილად ვერ მოახერხებდა და უნდა ვივარაუდოთ, რომ შესაბამისი ფინანსებით მათ სწორედ „ოცნება“ უზრუნველყოფს. ფინანსები კი მმართველ გუნდს მთელ ოპოზიციურ სპექტრზე მეტი აქვს და ნამდვილად აღარ სჭირდება ბიძინა ივანიშვილის შეწუხება, რადგან ბიზნესი მსუყედ სწირავს „ოცნებას“ თანხებს და ზოგადად, ნაციონალების ერთ-ერთ მთავარ შეცდომად, ბიზნესზე ზეწოლას მიიჩნევენ, ანუ ნაციონალები ბიზნესს არამარტო არჩევნების პერიოდში, არამედ მუდმივად აწუხებდნენ და ტერორში ჰყავდათ, რამაც საბოლოოდ ის მოიტანა, რომ ბიზნესმენებმა 2012 წელს, იმჟამინდელი ოპოზიციის მხარე დაიჭირეს და ახლა ეს სიტუაცია შეცვლილია – არჩევნებიდან არჩევნებამდე ისინი მშვიდად მუშაობენ და არანაირი შავი სალარო პრეზიდენტის ხუშტურების დასაკმაყოფილებლად (რასაც თავის დროზე ვანო მერაბიშვილი „სირის გადასახადს“ ეძახდა), ან შს და თავდაცვის მინისტრების „ნაშებისთვის“ ახალი ავტომობილების ყიდვა აღარ არის საჭირო.

ოპოზიციას დასავლეთის იმედი უფრო აქვს, ვიდრე საკთარი თავის. იმის მოლოდინი, რომ ახალი ძალა გამოჩნდებოდა, რომელიც მთლიანად დასავლეთიდან იქნებოდა მართულ-დაფინანსებული, არ გამართლდა. ამიტომ, ახლა სტრატეგიული პარტნიორები აქცენტს უკვე არსებულ ოპოზიციაზე აკეთებენ და რაც მთავარია, ისინი დააჯერეს, რომ ნაციონალების დაბრუნება ამ მოცემულობით გამორიცხულია, ამიტომ, დასავლეთმა ფსონი სხვაზე უნდა დადოს და ის სხვა ყველას უნდა რომ იყოს, თუმცა ევროპელ და ამერიკელ დიპლომატებს ერთადერთი კითხვა აქვთ – ფინანსურ რესურსს როგორმე მოუხერხებენ რამეს, მაგრამ რა უნდა უყონ ადამიანურ რესურსს, რომელიც ოპოზიციას უბრალოდ არ აქვს და ახლა გამოჩნდა, რომ ამ მხრივ, ვეღარც ნაციონალური მოძრაობა დაიკვეხნის. ადამიანური რესურსის არქონა არის მთავარი დამაბრკოლებელი იმისთვის, რომ დასავლეთი უფრო აქტიურ ქმედებაზე გადავიდეს და აკი ვერც გადადის. ის, რომ დეკემბერში კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემენ და ხალხი ქუჩაში გამოვა, ზღაპარია, რადგან ქუჩაში გამოსული ხალხის დანახვისთანავე, ოპოზიცია ვერ უძლებს ცდუნებას და აპოლიტიკურ აქციას პოლიტიკურად აქცევს ხოლმე, რაც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ მოსწონს და შინ მიდის. შემდეგ კი, ყველაფერი სრულდება ისე, როგორც ხელისუფლებას აწყობს – რუსთაველს შერჩენილი 100-მდე ადამიანი, რომელთაც სოციალურ ქსელებში დასცინიან.

ჰო, სხვისი რა გითხრათ და, ჩემი აზრით, სააკაშვილის მხარდამჭერთა აქციაზე ხალხის რაოდენობა მანამ იქნება ცოტა, სანამ თავად მიშა არ გააკეთებს მოწოდებას, გამოდით, გვერდში დამიდექითო. ასეა, ერთი კაცის პარტიად რჩება მაინც ნაც-მო და სულ ტყუილად ჰგინია იგივე მელიას ან ხაბეიშვილს, რომ პარტიის თავმჯდომარეობა უპირატეს მდგომარეობაში აყენებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025

ბიზნესი

მიკრობანკმა “ემბისიმ”, თიბისი კაპიტალის ხელშეწყობით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 21.3 მლნ ლარის ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

მიკრობანკმა “ემბისიმ”, თიბისი კაპიტალის ხელშეწყობით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 21.3 მლნ ლარის ობლიგაციები განათავსა

16:27 05-13-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:53 05-13-2025
„პრომო ჰაუსი“ – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

„პრომო ჰაუსი“ – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

13:37 05-13-2025
„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved