• რეკლამა
  • კონტაქტი
22:05, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„3 ადამიანია ხელისუფლებაში, კონკრეტული ჩინოვნიკები და ამ 3 ადამიანისგან შეიძლება ამოიღო მოპარული მილიარდი ლარი!“ – რას უმხელს „ალიას“ ლევან გოგიჩაიშვილი

ალია ავტორი - ალია
17:09 06-23-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,322

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პარლამენტის ყოფილი წევრი, პოლიტიკოსი  ლევან გოგიჩაიშვილი.

– ლევან,  ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხშია, საკმაოდ მძიმე და ფეთქებადსაშიში ვითარებაა. რა გზა და გამოსავალი არსებობს ამ ჩიხიდან გამოსასვლელად? ვადამდელი არჩევნები იქნება გამოსავალი, თუ 2024 წლის არჩევნებამდე უნდა დავიცადოთ?

– დიდი კრიზისია ქვეყანაში, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა. პრემიერის პარლამენტში გამოსვლისას რაც ციფრები გაჟღერდა ქვეყნის ეკონომიკურ  და სოციალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რეალობასთან არის აბსოლუტურად შეუსაბამო. დაახლოებით იგივე ციფრებია, სააკაშვილი რომ გამოდიოდა და აბრახუნებდა. მაგ სტილში გადაწყვიტეს მუშაობა. ყველანი ძალიან კარგად ვგრძნობთ, რა მდგომარეობაშია ხალხი და როგორ ცხოვრობს. გავიაროთ ქუჩაში, გავიხედ-გამოვიხედოთ ჩვენს სამეზობლოში. ყველანი კარგად ვხედავთ, რომ არასახარბიელო მდგომარეობაა ქვეყანაში. ძალიან დიდი მასშტაბის ელიტური კორუფციაა, სახელისუფლებო  ელიტა არის მხოლოდ ფულის შოვნაზე გადასული, არანაირი პერსპექტივა არ ჩანს და არასწორად მხარეს დგანან. საერთაშორისო თვალსაზრისითაც არასწორ მხარეს არიან. ამ ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო 20 ივნისის აქცია, რომელიც  ხალხმა ჩაატარა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. დიდი იმედის მომცემი იყო ის, რომ არც ბრძოლის, არც სწრაფვის ჟინი არ არის გალეული ხალხში. ძალიან დიდი რესურსია ხალხში, ეს არის ამოუწურვადი რესურსი. ქართველი მუდამ მზად არის ბრძოლისთვის. რომ არა ქართველების მუდმივი მზაობა  ბრძოლისთვის, ჩვენ აქამდე ვერ მოვაღწევდით. ვფიქრობ, რომ შესაძლოა ისე განვითარდეს მოვლენები, ჩვენ რაც არ უნდა ვისაუბროთ, ყველაფერი რადიკალურად შეიცვალოს. ძალიან არაპროგნოზირებადი სიტუაციაა. გეტყვით, დღეს ყველაზე მთავარი რა არის და თან უცებ რომ გაკეთდეს – „ქართული ოცნება“ უნდა მიხვდეს, რომ ის არის დამთავრებული. „ქართული ოცნება“ ელექტორალური თვალსაზრისით არის უმცირესობაში. მას რა დოზითაც აქვს ხელისუფლება, მაგდენი ხალხი მხარს არ უჭერს. ბოლო საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც „გაიმარჯვეს“, იყო გაყალბებული არჩევნები. გაყალბებული იყო შემდგომი, ადგილობრივი არჩევნებიც. გამოდის, რომ ეს არის უმცირესობის დიქტატურა. „ქართულმა ოცნებამ“ პირველი რაც უნდა გააკეთოს, ის არის, რომ მისმა ლიდერებმა განცხადონ, რომ ჩვენ ვგრძნობთ, აღარ გვაქვს ძველებული მხარდაჭერა. დღეს რომ ჩატარდეს არჩევნები, მანუპულაციების გარეშე, სამართლიანი არჩევნები, „ქართული ოცნება“ ხმების  30%-ს თუ აიღებს, ეგეც კარგი იქნება მაგათთვის. არ შეიძლება, ამომრჩევლის მაქსიმუმ 30%-თ მხარდაჭერილი პარტია ფლობდეს აბსოლუტურ ძალაუფლებას. ეს ერთმანეთთან შეუთავსებელია. პირველი ეტაპისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, მმართველ პარტიას ეთქვა, რომ მარტო არ უნდა ვმართავდე ქვეყანასო. ამის მერე შეიძლება რეალური ლაპარაკი ვადამდელ არჩევნებზე, თუ სხვა გზებზე. ვერ წარმომიდგენია, რომ კოალიციური მმართველობის გარეშე, რომელიმე, ერთპარტიული ხელისუფლება შედგეს. გამორიცხულია, რადგან კარგად ვიცით რეალობა, არც ერთ  პოლიტიკურ ძალას არ აქვს 45 და 50 პროცენტიანი მხარდაჭერა, ეს არის ზღაპარი. შესაბამისად, „ქართული ოცნება“ უნდა ამბობდეს, მე არ მაქვს ძალაუფლების  შესაბამისი ლეგიტიმაცია. ადამიანები უნდა განაწყო ისე, დაანახო, აგრძნობინო, რომ მარცხდები, რომ არ ეპოტინები ხელისუფლებას. ასეთი გზავნილი „ქართული ოცნებისგან“  ხალხისადმი დაამშვიდებდა სიტუაციას. ან მეორე მომენტია. არ ვიცი, როგორ გითხრათ, არ ვარ დარწმუნებული, კარგია თუ არ არის კარგი ვადამდელი არჩევნები. ნათქვამია, ძალაუფლება რყვნის და აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის. „ქართული ოცნება“  აბსოლუტური  გარყვნის პროცესშია. ის არა მარტო საკუთარ თავს ჭამს, აზიანებს ბევრ რაღაცას ქვეყანაში, საზოგადოებაში, ბევრ რესურსს აკარგინებს ქვეყანას. მთავარს, დროს აკარგინებს, რაც განვითარების პერსპექტივას ამცირებს. ნორმალური  კოალიციური მმართველობის პირობებში, შესაძლებელია, სწრაფად ამ ყველაფერის ამოქაჩვა, მაგრამ დღეს ეს ყველაფერი მოქმედებს ადამიანების ნერვებზე, როგორც ხელისუფლების მხარდამჭერების, ასევე მისი მოწინააღმდეგეებისა. ჩვენ ერთმანეთს  უნდა გავუფრთხილდეთ. შეიძლება წამიერად რაღაც უბედურების წინაშე აღმოვჩნდეთ. ჩემთვის ეს სიტუაციაა ფეთქებად საშიში. ასეთი ნერვიულობის, დაძაბულობის ფონზე, ბერჯერ მინახავს წამში ფექდება ყველაფერი. სახიფათოა მასობრივი გაუკონტროლებელი პროტესტი. ეს აფექება შეიძლება პოზიტიურიც იყოს და შეიძლება, ნეგატიურადაც წავიდეს ყველაფერი.

ახლა ყველა გასაღები სიტუაციის დალაგებისა და დაწყნარებისა,  ხელში უჭირავს „ქართულ ოცნებას“. 20 ივნისის აქციაზე კარგად გამოჩნდა, რაც ზემოთ ვთქვი -„ქართული ოცნების“ ძალაუფლება არ არის პირდაპირ პროპორციული მისდამი ხალხის მხარდაჭერისა. 100 000 კაცი მარტო თბილისიდან გამოვიდა, წინასწარი მობილიზაციის, სერიოზული ორგანიზიებისა და ფინანსების გარეშე. 30 000 ლარი თუ დაეხარჯებოდათ ორგანიზატორებს. 100 000 კაცი როდესაც გამოდის შენს წინააღმდეგ, მანდ უკვე დამთავრებულია, ეს ინდიკატორია. ჩვენ ვნახეთ, როგორ მთავრდებოდა ყველა ხელისუფლება, როდესაც თბილისში გამოდიოდა 100 000 ადამიანი. ეს უკვე შეუქცევადი პროცესია. “ქართულ ოცნებას“ ამ პროცესიდან  შეუძლია გამოვიდეს ნაკლები პიროვნული ზიანით. შეიძლება, უბრალოდ, შემოიფარგლონ იმით, რომ მოიპარე ბიუჯეტიდან? მაშინ დააბრუნე უკან  და შენ არ  გაგწირავ. შეიძლება ასეთი მოლაპარაკებები შედგეს და მათ მართლა  ძალიან ბევრი მოიპარეს. როცა ვამბობ, რომ ამოქაჩვა შესაძლებელია, 3 ადამიანია ხელისუფლებაში, კონკრეტული ჩინოვნიკები და ამ 3 ადამიანისგან შეიძლება ამოიღო მილიარდი ლარი. ახლა გვარ-სახელებს არ დავასახელებ, მომავალში კიდევ დავალაგებ ამას ფაქტებით, უფრო დამაჯერებელი რომ იყოს, მაგრამ მე ვიცი 3 ადამიანი, რომელთაგანაც მილიარდი ლარის ამოღება შეიძლება. ეს „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებისა და პოლიტიკოსებისთვის იქნება კარგი, ნაკლები ზიანი მიადგებათ, რომ ეს საკუთარი ნებით გააკეთთონ – დააბრუნონ, რაც მოიპარეს. ჩვენ გამძლე ხალხი ვართ, რამენაირად ავიტანთ, გვესმის ყველაფერი, არ ვაკეტებთ ზედმეტად არა იმიტომ, რომ არ შეგვიძლია, არ გვინდა სხვები დაზიანდნენ. ვითმენთ, ვითმენთ, ვიმენთ… ეს მოთმენა სადღაც მთავრდება და 20 ივნისის აქცია იყო ამის ინდიკატორი. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამ აქციის მერე ისე გააგრძელებს ქვეყნის მართვას, ვითომ არაფერი მომხდარა, ეს არ არსებობს. ასეთი ამბავი რომ ხდება, დამთავრებულია ხელისუფლება, ეს უკვე დროის ამბავია. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა განაცხადოს, რომ არალეგიტიმური ხელისუფლებაა, უნდა დანიშნოს ან ვადამდელი არჩევნები, ან თქვას, რომ მომითმინეთ კიდევ, 2024 წლამდე და მერე ხალხი გადაწყვეტს, როგორ მოიქცეს. ამას ჩვენი უცხოელი პარტნიორები  ძალიან სწორად   შეხედავენ, იტყვიან, ესენი გონზე მოსულანო. პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ამას იტყოდა. გულზე მჯიღის ცემით კი არ უნდა იჭიმებოდნენ.

თეგები: ლევან გოგიჩაიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved