• რეკლამა
  • კონტაქტი
14:38, შაბათი, 7 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თავისუფლების მოედანზე საავტომობილო სივრცე უნდა შემცირდეს, მოედნის ცენტრში სკვერი მოეწყოს – Ramboll-ის რეკომენდაცია

ალია ავტორი - ალია
16:56 12-20-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
843

თავისუფლების მოედნის ცენტრში, შესაძლოა, სკვერი მოეწყოს, ხოლო მოედანზე საავტომობილო მოძრაობისთვის განკუთვნილი სივრცე შემცირდეს – ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო განვითარების გეგმიდან ხდება ცნობილი.

80-გვერდიან დოკუმენტში საუბარია იმ ნაბიჯების შესახებ, რაც ურბანული მობილობის გაუმჯობესებისთვის საჭირო. დოკუმენტი ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსთვის მოამზადა დანიურმა საკონსულტაციო კომპანია “რამბოლმა”, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით.

დოკუმენტის თანახმად, თავისუფლების მოედანი და რუსთაველის გამზირი დაგეგმარდება ადამიანზე მორგებულ სივრცედ. პროექტის მიხედვით, თავისუფლების მოედანზე არსებული წრიული მოძრაობა შეიცვლება ორმხრივი ქუჩებით მოედნის კიდეებთან ველობილიკებითა და უსაფრთხო გადასასვლელებით. მოედნის მთელი ცენტრალური ნაწილი გადაკეთდება სკვერად დასაჯდომი ადგილებით, გამწვანებით და ადამიანის დონის ქუჩის განათებით.

“თავისუფლების მოედანი თბილისის ცენტრში ისტორიული და ეროვნული მნიშვნელობის ღირსშესანიშნაობაა. იგი ძველი ქალაქის კიდეზე მდებარეობს და როგორც მცხოვრებლები, ისე ტურისტები ხშირად გადაკვეთენ მას. მიუხედავად ღირსშესანიშნავი მდებარეობისა, თავისუფლების მოედანი ხელს უწყობს ავტომობილების თავისუფალ მოძრაობას. ფეხით, ველოსიპედით სიარული ან უბრალოდ გარეთ ჯდომა, და მოედნით ტკბობა უმეტესად ნაკლებ უსაფრთხო და სასიამოვნო საქმიანობად მიიჩნევა. სხვა ქალაქები თავიანთ მთავარ მოედნებს ადამიანებს უბრუნებენ. ბოლო ოცი წლის განმავლობაში ნიუ-იორკში ტაიმზ-სკვერი და ლონდონში ტრაფალგარის მოედანი ნახევრად საფეხმავლო გახდა. – ინფორმაციას „ბიემჯი“ ავრცელებს.

რუსთაველის გამზირი, ალბათ, თბილისის ყველაზე მნიშვნელოვანი ქუჩაა. ის ჩრდილოეთით რესპუბლიკის მოედანსა და სამხრეთით თავისუფლების მოედანს შორის გადის. გარდა იმისა, რომ რუსთაველის გამზირი საგრძნობი მოცულობის ავტოტრანსპორტს ატარებს ყოველდღიურად, ქვეითთა ნაკადით თბილისის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ ქუჩებს შორისაა. მიუხედავად ამისა, რუსთაველის გამზირის უმეტესი ნაწილი ავტომობილებს ეთმობა, ხოლო ქვეითები ტროტუარზე დადიან გასწვრივ. რუსთაველის გასწვრივ შუქნიშნების გარეშე ავტომობილები დიდი სიჩქარით მოძრაობენ და ქვეითები იძულებულნი არიან გამზირი არასასიამოვნო და ხშირად მიუწვდომელი მიწისქვეშა გადასასვლელებით გადაკვეთონ. გამზირზე არ არსებობს ველობილიკები.

ეს პროექტი თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის გამზირის ადამიანზე მორგებულ ადგილად გადაქცევას ისახავს მიზნად. თავისუფლების მოედანზე არსებული წრიული მოძრაობის სქემა შეიცვლება ჩვეულებრივი ორმხრივი ქუჩებით ველობილიკებით კიდეებზე და ნაკადების საკონტროლო შუქნიშნებით, და ბევრად უსაფრთხო ქვეითთა გადასასვლელებით. მოედნის ცენტრალური ნაწილი მთლიანად დაეთმობა ადამიანებს. ეს მოიცავს მეტ მოსასვენებელ ადგილს, მწვანე სივრცეს და უკეთეს ქუჩის განათებას.

რუსთაველის გამზირზე არსებული ჩქაროსნული არტერია თანამედროვე საერთაშორისო ქალაქზე მორგებულ გამზირად გადაიქცევა. უმეტეს გზაჯვარედინზე უზრუნველყოფილი იქნება შუქნიშნები და ქუჩის დონის გადასასვლელები. დიზაინი ასევე მოიცავს ველოსიპედისა და ავტობუსის ზოლებს.

ორივე დიზაინი ამჟამინდელი სქემით შესაბამისობაშია თბილისის სატრანსპორტო გეგმის ხედვასა და მიზნებთან, ისევე როგორც ქუჩის დიზაინის სახელმძღვანელო პრინციპებთან”, – ნათქვამია დოკუმენტში.

თეგები: თბილისის მერია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა
ახალი ამბები

საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა

11:51 03-06-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:04 03-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved