• რეკლამა
  • კონტაქტი
20:17, პარასკევი, 20 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,29 მილიონი გადაიხადეს სასწრაფოს მანქანებში, რომელიც აქ უქმად დგას და ჟანგდება” – ,,ძლიერი საქართველო” “ოცნების” სავარაუდო კორუფციაზე

ალია ავტორი - ალია
14:06 08-30-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
300

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გრიგოლ გეგელიას განცხადებით, 2023 წელს სახელმწიფომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების 120 მანქანა შეიძინა, თუმცა, მათი უმეტესი ნაწილი „უმოქმედოდ დგას და ჟანგდება“.

როგორც გეგელია აღნიშნავს, მანქანები სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, რის გამოც, მათი გამოყენება ვერ ხდება.

„ორი წელია, რაც სახელმწიფომ თქვენი ჯიბიდან 29 მილიონი გადაიხადა ამ მანქანების ყიდვაში, რომელიც აქ უქმად დგას და ჟანგდება. ის „ქოცურმა“ უნიჭობამ და არაკომპეტენტურობამ ვერ გადააკეთა ადეკვატურად და ვერ ჩააყენა თქვენი და თქვენი ოჯახების ჯანდაცვის სამსახურში. 120-ზე მეტი მანქანა იყიდეს, მაგრამ მათი უმეტესი ნაწილი დგას აქ და ჟანგდება, ეს არის „ქოცური“ არაკომპეტენტურობის, უნიჭობის, ტოტალური კორუფციული ჭაობის გამოხატულება, რაშიც წლების განმავლობაში ჩაგვძირეს და რომლის შედეგადაც თქვენი ჯიბიდან, თქვენი შვილების ჯიბიდან, ჩვენი ხანდაზმული საზოგადოების ჯიბიდან მილიონები არამიზნობრივად იფლანგება და მილიონები ხმარდება „ქოცური“ იდიოტიზმის დაფინანსებას. ბატონი კუტიბაშვილი, რომელიც ამ შესყიდვის უფლებამოსილი პირი იყო, ძალიან მალევე გადაიყვანეს ქალაქის მუნიციპალური ლაბორატორიის ხელმძღვანელად, კიდევ ერთ მორიგ, თბილ პოზიციაზე, მისთვის არავის მოუთხოვია პასუხი ამ არამიზნობრივ ხარჯთან დაკავშირებით. არანაირი გამოძიება, არანაირი საქმე არ არის, თუ სად წავიდა 29 მილიონი თქვენი ჯიბიდან, რატომ არ ემსახურება ათობით მანქანა თქვენი ჯანმრთელობის გადარჩენას, თქვენს უკეთ ყოფნას.

„ქოცური“ კორუფცია უნდა დასრულდეს, რადგან ეს ანტიქართული, ანტიადამიანური, ანტისოციალური ფენომენია, რომელიც თქვენი, თქვენი ოჯახების, ჩვენი ჯანდაცვის ხარჯზე ხდება. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ დაუყოვნებლივ, აქ და ახლა ჩვენი ქართული სახელმწიფო, ეს ქალაქი, ყველა დიდი ქალაქი და დავუბრუნოთ საღი აზრი, გამჭვირვალობა, ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა ჩვენს ქალაქებს და ჩვენს ქართულ სახელმწიფოს“, – განაცხადა გეგელიამ.

„ძლიერი საქართველოს“ კიდევ ერთი ლიდერის, ვატო სურგულაძის განცხადებით, „უკვე ორი წელიწადია, რაც ეს მანქანები აქ დგას და ეს იმ დროს, როდესაც საქართველოში მანქანებით უზრუნველყოფა რეალური პრობლემაა“.

„რატომ დგას ეს მანქანები აქ? იმიტომ რომ მოხდა ისეთი შესყიდვა, რომ საკმაოდ დიდი თანხა დაიხარჯა, როგორც აღმოჩნდა, ეს მანქანები კონდიციური არ არის და გადაკეთება სჭირდება. დაიწყეს გადაკეთება და შემდეგ მიხვდნენ, რომ საკმაოდ ხარჯიანი მანქანებია და საკმაოდ დიდი რაოდენობის საწვავსაც მოიხმარს. ასევე შესაბამისობაში არ მოდის თბილისთან და საერთოდ, საქართველოს სიტუაციისთვის. ხდება ის, რომ სისტემას მართავენ არაპროფესიონალები. სასწრაფო არ არის მხოლოდ მანქანა, ტელეფონი და ექიმი, ეს საკმაოდ რთული სისტემაა და ამას ცოდნა სჭირდება. როდესაც სასწრაფოს მართავენ ისეთი ადამიანები, რომლებიც საერთოდ ვერ ერკვევიან საკითხში, როდესაც ნარკოლოგიას მართავს გინეკოლოგი და არა ფსიქიატრი-ნარკოლოგი, ეს არის საქართველოს პრობლემა. შეხედეთ, გვჭირდება სასწრაფოები, მანქანები ნაყიდია, მაგრამ მათი გამოყენება უკვე ორი წელია არ ხდება“, – განაცხადა ვატო სურგულაძემ.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სიმპტომი, რომლის დროსაც სასწრაფოდ უნდა მიმართო ოფთალმოლოგს – მხედველობის რა ნაწილი აღდგება კატარაქტას ოპერაციის შედეგად?
ახალი ამბები

სიმპტომი, რომლის დროსაც სასწრაფოდ უნდა მიმართო ოფთალმოლოგს – მხედველობის რა ნაწილი აღდგება კატარაქტას ოპერაციის შედეგად?

16:34 02-20-2026
აღმოაჩინე სილქფესტის აქციაში სასურველი პირობა და ჩაირთე რჩეული პაკეტები!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის აქციაში სასურველი პირობა და ჩაირთე რჩეული პაკეტები!

11:13 02-20-2026
„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ
ახალი ამბები

„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ

18:07 02-19-2026
რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?
ახალი ამბები

რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?

15:36 02-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved