• რეკლამა
  • კონტაქტი
20:01, ორშაბათი, 13 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

29 კონგრესმენი ირაკლი კობახიძეს ერთობლივი წერილით მიმართავს და კანონპროექტის გაწვევას მოითხოვს

,, თუ ამ საზიანო კანონპროექტს არ გაიწვევენ, შევუერთდებით სენატში ჩვენს კოლეგებს საქართველოს მიმართ აშშ-ის პოლიტიკის ფუნდამენტური გადახედვის ინიციატივაში”

ალია ავტორი - ალია
03:53 05-11-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,318

29 კონგრესმენი ირაკლი კობახიძეს ერთობლივი წერილით მიმართავს, რომლის სრულ ვერსიას ,,პუბლიკა” აქვეყნებს:

 

„ჩვენ გწერთ, რათა გამოვხატოთ შეშფოთება „უცხოეთის აგენტის“ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც თქვენმა მთავრობამ ერთი წლის შემდეგ შემოაბრუნა.

ეს კანონპროექტი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება თქვენი მთავრობის გაცხადებულ სურვილს, შეუერთდეთ ტრანსატლანტიკურ საზოგადოებას, 2009 წლის შტატები-საქართველოს ქარტიის სულისკვეთებას, რომელსაც ორმა ქვეყანამ მოაწერა ხელი საქართველოში რუსული ძალების შემოჭრიდან რამდენიმე თვეში.

ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ თქვენს მთავრობას, ხელახლა გაიწვიოს ეს დამაზიანებელი კანონპროექტი და გააფართოოს საქართველოში დემოკრატია, ეკონომიკური თავისუფლება, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა; გააძლიეროს კანონის უზენაესობა და პატივის სცეს ადამიანის უფლებებს, როგორც ქარტია ითვალისწინებს.

„უცხოელი აგენტების“ კანონპროექტის ცხადი პრეტექსტია კონტროლის გაძლიერება იმ პარტნიორებზე, რომლებიც ქართველ ხალხთან დეკადების განმავლობაში მუშაობდნენ და მხარს უჭერდნენ ტრანსატლანტიკურ ინტეგრაციას. მარტივად, ამ კანონპროექტის მიღება ძირს უთხრის ქართველ ხალხს, რომელიც მომავალს დასავლეთში ეძებს.

უარვყოფთ მოსაზრებას, რომ ეს კანონპროექტი შემუშავებულია აშშ-ის კანონის მიხედვით; ამის ნაცვლად ყურადღებას ვამახვილებთ შემოთავაზებული კანონპროექტის მსგავსებაზე იმ კანონთან, რომელიც რუსეთში შემოიღეს 2012 წელს და რომელიც ასევე გამჭვირვალობის არგუმენტით მართლდებოდა. მოგეხსენებათ, მას შემდეგ ეს კანონი პუტინმა და მისმა ავაზაკებმა გამოიყენეს ოპოზიციის გასაქრობად, რაც დასრულდა რუსეთის საბჭოთა სტილის ავტორიტარიზმში დაბრუნებით.

ჩვენ გვწამს, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს და ხალხს სურს უკეთესი, უფრო დემოკრატიული მომავალი, ამ კანონის მიღება კი რუსეთის მავნე გავლენას გაზრდის საქართველოში.

ასევე ღრმად შემაშფოთებელია რიტორიკა კანონპროექტის ირგვლივ.

29 აპრილს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ ამჟამინდელმა საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „დასჯის“ ოპოზიციას ხელისუფლებასა და ოპოზიციაში ყოფნისას ჩადენილი სავარაუდო დანაშაულისთვის. ბ-ნმა ივანიშვილმა ასევე მიუთითა, რომ შეერთებული შტატები და ჩვენი პარტნიორები ევროპაში ცდილობდნენ, შეერყიათ საქართველოს სუვერენიტეტი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მტკიცედ ვუჭერდით მხარს თქვენი ქვეყნის სუვერენიტეტს თქვენი დამოუკიდებლობის დღიდან, მათ შორის 16 წლის შემდეგ, რაც რუსეთი პირდაპირ შემოიჭრა და დაიპყრო თქვენი ტერიტორიები. ჩვენ ვგმობთ ბატონი ივანიშვილის ამ შეურაცხმყოფელ და სასტიკ განცხადებებს.

შეშფოთება მხოლოდ გააძლიერა კანონპროექტის წინააღმდეგ მშვიდობიან საპროტესტო აქციებზე თქვენი მთავრობის პასუხმა.

ჩვენთვის ცნობილია, რომ ათობით მომიტინგე, მათ შორის ამერიკელი მოქალაქეები გაიტაცეს ქუჩიდან და პოლიციამ სცემა მათ. გასულ კვირას სცემეს ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარესა და პარლამენტის წევრს.

საინტერესოა – რუსი პროპაგანდისტი დუგინი აცხადებს, რომ „საქართველო სწორ გზაზეა“, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კი მხარი დაუჭირა კანონპროექტს.

თქვენს ქმედებებს მოჰყვა დაგმობა თქვენი ქვეყნის უახლოესი პარტნიორების მხრიდან და ქება იმ ქვეყნისგან, რომელსაც ოკუპირებული აქვს 20% – ეს უნდა იყოს ცხადი ინდიკატორი იმისა, რომ საქართველო არასწორ გზაზე მიგყავთ.

საქართველოში სიტუაცია ნათელია. ხელისუფლებას შეუძლია, აირჩიოს – მოუსმენს ქართველი ხალხის ხმას, თუ გააგრძელებს ბნელ გზას რუსული სტილის ავტორიტარიზმისკენ.

ვაცხადებთ, რომ ამ უკანასკნელი გზის არჩევა გამოიწვევს შტატების მიერ ჩვენი ურთიერთობის ძირეულ გადაფასებას. ისევე, როგორც კონგრესმა მხედველობაში მიიღო ბელარუსში ავტორიტარული რეჟიმის წარმოშობა და მიიღო ორპარტიული ბელარუსის დემოკრატიის აქტი 2004 წელს, ჩვენ ახლაც მზად ვართ, ვუპასუხოთ სამომავლო თავდასხმებს ევროატლანტიკურ მომავალზე, რომელსაც საქართველო იმსახურებს.

ჩვენ მოგიწოდებთ, გაიწვიოთ კანონპროექტი და სხვა ზომები, რომელიც ხელს უშლის საქართველოს ხალხის უფლებებსა და თავისუფლებებს, რის შემდეგაც მოხარულნი ვიქნებით, გავმართოთ პირდაპირი მოლაპარაკება სტრატეგიული პარტნიორობის აღსადგენად და გასააქტიურებლად.

თუ ამ საზიანო კანონპროექტს არ გაიწვევენ, შევუერთდებით სენატში ჩვენს კოლეგებს საქართველოს მიმართ აშშ-ის პოლიტიკის ფუნდამენტური გადახედვის ინიციატივაში, მათ შორის აშშ-ის ფინანსური დახმარების გადახედვის, სავიზო და ფინანსური სანქციების ჩათვლით იმ ადამიანებზე, ვისაც საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება“, – ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს 29 კონგრესმენი აწერს.

თეგები: ირაკლი კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო

16:31 07-13-2026
ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved