სინოპტიკოსები მზიან დღეს ვარაუდობენ ქუთაისში – დღისით +29 და ღამით +16 გრადუსია მოსალოდნელი.
ოზურგეთშიც მზიანი ამინდია. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18.
ბათუმშიც მზიანი დღე იქნება, დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთშიც უნალექო ამინდს ვარაუდობენ. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი.
უნალექო დღეა ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +28, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.
მზიანი დღეა სოხუმში. +27 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში უნალექო ამინდს ვარაუდობენ, დღისით +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ამბროლაურშიც მზიანი დღეა, ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი ამინდია ჭიათურაში, დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეშიც მზიანი დღეა. დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება.
ბორჯომში მზიანი ამინდია, +25 იქნება დღისით, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.
გორშიც მზეა. დღისით +25 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი დღეა ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება.
ომალოში დღისით +14, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.
წვიმიანი დღე იქნება თელავში, სადაც +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი.
მზიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანში. დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
სიღნაღში წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +18 გრადუსი იქნება, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში წვიამიანი დღეა. დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.
კომენტარები