სტიქიის შედეგად დაღუპული ორი მოქალაქე დღეს საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს.
მეგი და გიგი გუტაშვილები ონის მთავარანგელოზების სახელობის ტაძრიდან გამოასვენეს და სოფელ გლოლაში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალაეს.
გარდაცვლილთა რამდენიმე ოჯახის წევრს მაშველები კი ამ დრომდე ეძებენ. დაღუპულთა ახლობლებს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიუსამძიმრეს.
შოვის ტრაგედიისას დაკარგული 9 ადამიანის საძიებო სამუშაოები კი ამ დრომდე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
რაჭაში, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროის მონაცემებით სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა,
კომენტარები