• რეკლამა
  • კონტაქტი
07:48, სამშაბათი, 13 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ყველაზე დიდი და საშიში ღვარცოფი „ოცნებაა“და ეს ღვარცოფი რომ დამთავრდეს, სისტემური, დისციპლინირებული წინააღმდეგობაა საჭირო – ანა ნაცვლიშვილი

ალია ავტორი - ალია
12:00 08-10-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
358

ვდებ პირობას, რომ ყველა მექანიზმს გამოვიყენებ, რომ ეს თემა ხელისუფლებამ ვერ გადააგოროს, ვერ გადაიტანოს რუტინაში, ვერ მისცეს დავიწყებას!, – ამის შესახებ პარტია „ლელოს” წევრმა ანა ნაცვლიშვილმა შოვის ტრაგდიაზე საუბრისას განაცხადა.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, დღეს ყველაზე დიდი და საშიში ღვარცოფი „ოცნებაა” და ეს ღვარცოფი რომ დამთავრდეს, სისტემური, დისციპლინირებული წინააღმდეგობაა საჭირო.

„არ ვიღებ პასუხად “ვინც გადარჩა, გადარჩა”-ს! არ ვიღებ პასუხად “სულ რაღაც სამ საათში ჩავიდა ვერტმფრენი”! არ ვიღებ პასუხად “არაფრის გაკეთება არ შეგვეძლო და ერთადერთი რაც შეგვიძლია, მოქალაქენო, თქვენი გაჩუმება და თემის გადაგორებაა”!

პირველ ყოვლისა, მე ვარ დედა, დედა, რომელიც ათასობით თქვენგანის მსგავსად – უკვე პანიკურ შიშში ვზრდი შვილებს! მეორე, მე ვარ მოქალაქე, რომელსაც ათასობით თქვენგანის მსგავსად, მაქვს პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ჩემს ქვეყანაში ფუჭდება და უნდა ხდებოდეს, თუმცა არ ხდება. მესამე, მე ვარ პარლამენტის წევრი ოპოზიციიდან და მაქვს ჩემი წილი პასუხისმგებლობა და არ ვაპირებ მისგან გაქცევას და თავის დამშვიდებას!

ვდებ პირობას, რომ ყველა მექანიზმს გამოვიყენებ, რომ ეს თემა ხელისუფლებამ ვერ გადააგოროს, ვერ გადაიტანოს რუტინაში, ვერ მისცეს დავიწყებას! ჩადენილია დანაშაული და ამ დანაშაულისთვის მათ მოუწევთ პასუხისგება, ადრე თუ გვიან! მე დამჭირდება თქვენი დახმარება ამაში.

ისე როგორც თქვენ, მეც ამ დღეებში ვარაუდით დავდივარ და მშვიდად ვერ მძინავს, მაგრამ გაჩერება – სიკვდილია, გაჩუმება – სიკვდილია! ეს დღეები ვკითხულობ ყველა სპეციალისტის დასკვნას, ვაკეთებ სამართლებრივ ანალიზს, ვუსმენ ყველა ექსპერტს.

ამ ეტაპზე ყველა შესაბამის უწყებას მივმართე სადეპუტატო კითხვით – რეაგირებაზე, პრევენციაზე, მექანიზმებზე, გამოძიებაზე, საერთაშორისო დახმარებაზე, და ა.შ. (ამას ექნება გაგრძელება!)

ვიცი, რომ ეს ზღვაში წვეთია, მაგრამ ვერ გავჩერდები, ახლა ეს შემიძლია. ყველა რჩევას, კრიტიკას, აზრს მივიღებ.

ვიცი, რომ ყველაზე დიდი და საშიში ღვარცოფი „ოცნებაა” დღეს და ეს ღვარცოფი რომ დამთავრდეს, სისტემური, დისციპლინირებული წინააღმდეგობაა საჭირო.

კომპეტენტურად დასმული კითხვები, სისტემატურად, ყველგან, გამუდმებით, პროპაგანდის სიმართლით დამარცხება – ესეც წინააღმდეგობის ფორმაა და აუცილებელი.

დაბოლოს, ადამიანური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სისტემური ხედვის შემუშავება, ოპოზიციას მართებს, ხელისუფლებისგან ამის მოლოდინი აღარავის აქვს.

პ.ს. თუ ვინმეს უკეთესი და უფრო სწრაფი გზა გაქვთ ცვლილებების, შემოგიერთდებით, ოღონდ ეს გზა ჯერ არ მინახავს, 11 წელია”, – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved