27 წლის მიშო ქავთარაძის მკვლელობის საქმეზე სამივე ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში გაუშვეს. გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა გუშინ გამართულ სასამართლო სხდომაზე გამოაცხადა. საუბარია ხარებას ორ სპეცრაზმელსა და არასრულწლოვანზე, რომელსაც ხელბორკილები გუშინ დაადეს.
ცნობილი გახდა ასევე, რომ დაკავებულ სპეცრაზმელებს ბრალი დაუმძიმდათ. ინფორმაცია ამის შესახებ გუშინ გვიან ღამით პროკურატურამ გაავრცელა.
რაც შეეხება არასრუწლოვანს, მისი ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჯგუფური ძალადობის ბრალდებას უარყოფს. ინტერესების დამცველს აქვს მოლოდინი, რომ საქმე ცემის მუხლზე გადაკვალიფიცირდება.
“225 მუხლი, რომელიც არის წარდგენილი, თავს დამნასავედ არ ცნობს. არ ვმალავთ, იყო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პიროვნება ადგილზე. საერთოდ, ჩვენ არაფერ შუაში არ ვართ და როგორც კადრებიდან მაქვს ნანახი, ცხონებულის, აწ გარდაცვლილის ხალხი შეურაცხყოფას აყენებდა სიტყვიერს.
სტრატეგია რა არის ჩემი და 225 მუხლის გამართლება. მე არაფერს ვითხოვ, სასამართლოში წარდგენილი ჩვენი მტკიცებულებებით, ბრალდების მტკიცებულებებით, ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გადაკვალიფიცირდება ცემაზე, – ამბობს ადვოკატი.
მოკლული მიშო ქავთარაძის დედა ამბობს, რომ წინ კიდევ დიდი ბრძოლა ელის. ქალს აქვს მოლოდინი, რომ დააკავებენ მესამე სპეცრაზმელსაც, რომელიც ამ დროისთვის გაქცეულია.
“კიდევ ძალიან დიდი ბრძოლა მელის. მე არ ვარ ახლა ძალიან მშვიდად, წყნარად. რადგან დააკავეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დასრულდა. დაკავებულია ყველა პირი, დარჩენილია ხარაძე, წეღანაც აღვნიშნე და იმედი მაქვს, რომ მასთანაც მიაკაკუნებს სამართალი. დასაკავებელია, მან არ შეატყობინა სამართალდამცველებს. შეეძლო მას, აღეკვეთა ის სიტუაცია და იდგა და მაყურებლის როლი ჰქონდა. მითუმეტეს, თუ იდგა და უყურებდა, მან უფრო ბევრი რამ უნდა იცოდეს და ბევრი უნდა დაენახა და ჩვენებაში ამბობს, რომ არაფერი დაუნახავს და არაფერი იცის, – ამბობს ქავთარაძის დედა.
საუბარია ერთი წლის წინ მომხდარ მკვლელობაზე, როცა 27 წლის მიშო ქავთარაძე მისივე კორპუსის ეზოში, მამის თვალწინ მოკლეს.














კომენტარები