• რეკლამა
  • კონტაქტი
03:17, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ეგო­ნათ, რად­გან ქალ­ბა­ტონს ქმარ-შვი­ლი არ ჰყავ­და, ქო­ნე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად მათი გახ­დე­ბო­და“ – ნანა ფარჩუკაშვილის პასუხი მაია სტეფნაძეს

ალია ავტორი - ალია
10:57 05-09-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
389

ადვოკატი, ნანა ფარ­ჩუ­კაშ­ვილი, რომელიც პროდიუსერმა, მაია სტეფნაძემ თაღლითობაში დაადააშაულა ბრალდებას ამბები.ჯი-სთან კომენტარით პასუხობს. რო­გორც ის გან­მარ­ტავს, სა­უ­ბა­რია სტეფ­ნა­ძის დე­ი­დის, ეკა­ტე­რი­ნე შუღ­ლი­აშ­ვი­ლის სახლზე, რო­მე­ლიც მან მო­ქა­ლა­ქე ლია კო­ბა­ხი­ძეს და­უ­ტო­ვა. ამის მი­ზე­ზად ად­ვო­კა­ტი გან­მარ­ტავს, რომ შუღ­ლი­აშ­ვი­ლი მარ­ტო­ხე­ლა იყო, ხოლო ლია კო­ბა­ხი­ძე მას ეხ­მა­რე­ბო­და ყვე­ლა­ფერ­ში, რის გა­მოც გა­და­წყვი­ტა ბინა მის­თვის და­ე­ტო­ვე­ბი­ნა.

“ეს არის ჩემი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი საქ­მე და აგიხ­სნით რა­ტომ: ეს არის თბი­ლის­ში, იო­სე­ბი­ძის ქუჩა 22-ში მდე­ბა­რე უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა. ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც ამ მი­მარ­თვას წერს, სხვა რა დარ­ჩე­ნია – პრო­ცე­სი წა­ა­გო. ის არის ნამ­დვი­ლი თაღ­ლი­თი, მე კი არა. ამ ქალ­ბა­ტონს ჰყავ­და დე­ი­და – ეკა­ტე­რი­ნე შუღ­ლი­აშ­ვი­ლი, საკ­მა­ოდ გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი პე­დი­ატ­რი, რო­მე­ლიც გა­უ­თხო­ვა­რი დარ­ჩა. ქო­ნე­ბა იტა­ლი­ურ ეზოს წარ­მო­ად­გენს. ამ ადა­მი­ა­ნებს ეგო­ნათ, რად­გან ქალ­ბა­ტონს ქმარ-შვი­ლი არ ჰყავ­და, მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ქო­ნე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად მათი გახ­დე­ბო­და. ქალ­ბა­ტონ ეკა­ტე­რი­ნეს ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და ლია კო­ბა­ხი­ძეს­თან, რო­მე­ლიც მა­შინ სა­პას­პორ­ტო­ში მუ­შა­ობ­და. ის მარ­ტო­ხე­ლა ქალს ეხ­მა­რე­ბო­და, რო­მელ­საც შუღ­ლი­აშ­ვი­ლე­ბი ძა­ლი­ან ცუ­დად ექ­ცე­ოდ­ნენ (ლია იმა­ვე უბან­ში, რამ­დე­ნი­მე კორ­პუ­სის იქით ცხოვ­რობ­და). კო­ბა­ხი­ძეს რამ­დენ­ჯერ­მე მო­უ­წია მას­თან მის­ვლა და როცა მის შე­სა­ხებ მო­უყ­ვა, მას შემ­დეგ არა მარ­ტო ლია, მისი თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ.

გა­ვი­და რა­ღაც პე­რი­ო­დი, ეს ქალი არ­სად ჩანს და მერე იგე­ბენ, რომ ეკა­ტე­რი­ნე შუღ­ლი­აშ­ვილს და­ე­ჯა­ხა ავ­ტო­მან­ქა­ნა და გარ­და­იც­ვა­ლა. ეს არის 90-ია­ნე­ბის პე­რი­ო­დი და საქ­მე დარ­ჩა გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლი. ამ შუღ­ლი­აშ­ვი­ლებს ყვე­ლა­ფე­რი რომ თა­ვი­სი ჰგო­ნი­ათ, გა­დის რამ­დე­ნი­მე წელი და სამ­კვიდ­როს მი­სა­ღე­ბად შე­აქვთ გან­ცხა­დე­ბა. ნო­ტა­რი­უს­მა თა­ვად გა­მო­ი­თხო­ვა ინ­ფორ­მა­ცია და უარი უთხრა იმ მო­ტი­ვით, რომ რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ამ ქალ­ბა­ტონს ლი­ა­ზე და­უ­წე­რია ან­დერ­ძი, თან ისე, რომ ეს ამ­ბა­ვი კო­ბა­ხი­ძემ არც კი იცო­და. რად­გან არ­სე­ბობ­და მემ­კვიდ­რე, ის სა­სა­მარ­თლოს და­ვა­ლე­ბით მო­ძებ­ნეს და ჩა­ა­ბა­რეს სარ­ჩე­ლი. რად­გან მემ­კვიდ­რე­ო­ბა­ზე უარი მი­ი­ღეს და სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ ჰქონ­დათ, შუღ­ლი­ას­ვი­ლებ­მა მი­მარ­თეს თაღ­ლი­თო­ბას – ამ­ბობ­დნენ, ჩვენ ბინა დე­ი­დას­გან გვაქვს ნა­ყი­დი, „ას­ტუპ­ნი­კე­ბი“ ვართ, ამი­ტომ ვართ ამ მი­სა­მარ­თზე ჩა­წე­რი­ლე­ბიო. ეს იყო მარ­თლაც თაღ­ლი­თო­ბა და სა­სა­მარ­თლო­ზე კარ­გად რომ გა­ირ­კვა, რაში იყო საქ­მე, მათ უკან გა­იხ­მეს სარ­ჩე­ლი. ჩვენ და­ვამ­ტკი­ცეთ, რომ ან­დერ­ძით ლია კო­ბა­ხი­ძე იყო ნამ­დვი­ლი მემ­კვიდ­რე.

როცა სარ­ჩე­ლი ჩა­ა­ბა­რეს, იმ დღი­დან ვხდე­ბი ქალ­ბა­ტო­ნი ლიას ად­ვო­კა­ტი, თუმ­ცა მისი ად­ვო­კა­ტი მა­ნამ­დე სხვა სა­კი­თხებ­შიც ვი­ყა­ვი. ლია მო­დის და მე­უბ­ნე­ბა, კონ­ვერ­ტი მო­მი­ტა­ნეს, არც კი ვი­ცო­დი, რომ იმ სა­ცო­დავ ქალს ან­დერ­ძი ჩემ­ზე და­უ­წე­რი­აო. მათ სარ­ჩე­ლი ყვე­ლა ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბის გა­ყალ­ბე­ბით ჰქონ­დათ შე­მო­ტა­ნი­ლი, მაგ­რამ ჩვენ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რად შე­ვე­და­ვეთ და და­ვუმ­ტკი­ცეთ, რომ ისი­ნი რე­ა­ლუ­რად არ ყო­ფი­ლან „ას­ტუპ­ნი­კე­ბი“, რომ გა­რე­მო­ე­ბას იყე­ნებ­დნენ და რო­გორც კი და­ვა­ყე­ნე სა­კი­თხი იმის შე­სა­ხებ, რომ ამ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას 317-ე მუხ­ლის შე­სა­ბა­მი­სად გა­და­ვაგ­ზავ­ნი­დი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ე­ბის­თვის, რათა ფი­ზი­კუ­რად მომ­ხდა­რი­ყო ამ გა­რე­მო­ე­ბე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა, მათ სარ­ჩე­ლი უკან გა­იხ­მეს, შე­ე­შინ­დათ რე­ა­ლუ­რი გა­რე­მო­ე­ბის გა­მო­ძი­ე­ბის, სა­დაც დად­გინ­დე­ბო­და, რომ ისი­ნი თა­ვად თაღ­ლი­თობ­დნენ. აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ, კა­ნო­ნი­ე­რი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ლია კო­ბა­ხი­ძემ სამ­კვიდ­რო მი­ი­ღო და და­ი­რე­გის­ტრი­რა ქო­ნე­ბა, შემ­დეგ კი მისი გა­ყიდ­ვა გა­და­წყვი­ტა“.

ცნობისთვის, პრო­დი­უ­სე­რი მაია სტეფ­ნა­ძე წერს, რომ მისი ოჯა­ხი, ასე­ვე მე­ზობ­ლე­ბი თაღ­ლი­თუ­რი და­ნა­შა­უ­ლის მსხვერ­პლნი გახ­დნენ. რო­გორც ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, საქ­მე ეხე­ბა მათ სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სხვა პირ­ზე, უკა­ნო­ნო გა­და­ფორ­მე­ბას. ამ ყვე­ლა­ფერ­ში სტეფ­ნა­ძე ცნო­ბილ ად­ვო­კატს ადა­ნა­შა­უ­ლებს.

“ჩემი ოჯა­ხი და შვი­ლე­ბი, ისე­ვე რო­გორც კი­დევ 3 მე­ზო­ბე­ლი, თბი­ლი­სის ცენ­ტრში, თაღ­ლი­თე­ბის ჯგუ­ფის მსხვერ­პლნი გავ­ხდით! თუ ვინ­მეს საქ­მი­ა­ნი, თუნ­დაც ირი­ბი შე­ხე­ბა გქო­ნი­ათ ად­ვო­კატ ნანა ფარ­ჩუ­კაშ­ვილ­თან, ეს პოს­ტი წა­ი­კი­თხეთ და შემ­დეგ თქვე­ნი სა­კუთ­რე­ბა შე­ა­მოწ­მეთ, ჩვენს დღე­ში არ იყოთ! კერ­ძო სახ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც 1900-იანი წლე­ბი­დან ჩემი შვი­ლე­ბის დიდი ბა­ბუ­ის და მე­ზობ­ლის დიდი ბა­ბუ­ის აშე­ნე­ბუ­ლი იყო და ამ­დე­ნი წელი მარ­ღა­ნი­ე­ბი და შუღ­ლი­აშ­ვი­ლე­ბი იყ­ვნენ მე­სა­კუთ­რე­ე­ბი, შემ­თხვე­ვით აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გზით სხვა პირ­ზეა გა­და­ფორ­მე­ბუ­ლი.

მოკ­ლედ რომ ვთქვა, ეზო­ში 4 ოჯა­ხის ქო­ნე­ბა, სა­ჯა­რო რე­ესტრმა ისე გა­და­უ­ფორ­მა გა­ყალ­ბე­ბუ­ლი სა­ბუ­თე­ბით ნანა ფარ­ჩუ­კაშ­ვილს, რომ კი­თხვაც არ და­უს­ვამს ჩვენ­თვის. სა­ფუძ­ვე­ლი მაქვს ვი­ფიქ­რო, რომ სა­ჯა­რო რე­ესტრის თა­ნამ­შრო­მე­ლი ასე­ვე ჩარ­თუ­ლია ამ­თაღ­ლი­თურ სქე­მა­ში! ყვე­ლა­ზე სა­ო­ცა­რი ისაა, რომ ამ თაღ­ლი­თე­ბის ჯგუფს სა­თა­ვე­ში უდ­გას ად­ვო­კა­ტი ნანა ფარ­ჩუ­კაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ჩვენ­თან არა­ვი­თარ შე­ხე­ბა­ში არა­სო­დეს არ ყო­ფი­ლა და ჩვე­ნი მე­ზობ­ლის მო­და­ვე მხა­რის ლია კო­ბა­ხი­ძის ად­ვო­კა­ტი იყო.

ამ თაღ­ლით­მა ფარ­ჩუ­კაშ­ვილ­მა და­არ­ღვი­აყ­ვე­ლა პრო­ფე­სი­უ­ლი ნორ­მა, ნო­ტა­რი­უ­სის და­ვით წივ­წი­ვა­ძის ხე­ლით გა­ყალ­ბე­ბუ­ლი სა­ბუ­თე­ბით მო­ი­პო­ვა სამ­კვიდ­რო, გახ­და 4 ოჯა­ხის ბი­ნე­ბის მე­სა­კუთ­რე და თა­ვის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის კი­დევ ერთ წევ­რზე, კონ­სტან­ტი­ნე გე­დე­ვა­ნიშ­ვილ­ზე გა­მოს­ყიდ­ვის უფ­ლე­ბით გა­ას­ხვი­სა,რომ კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მყიდ­ვე­ლის იმი­ჯი შე­ექ­მნა.ეს ის ნანა ფარ­ჩუ­კაშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში 40-მდე უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მფლო­ბე­ლია, ისე­ვე რო­გორც მისი ჯგუ­ფის სხვა წევ­რე­ბიც.ეს ის ნანა ფარ­ჩუ­კაშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც მსჯავ­რე­ბუ­ლი იყო,მა­ს­მე­დი­ის სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბას თავს აცო­დებ­და და პა­ტი­მარ­თა უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლი გმი­რის როლ­ში გვევ­ლი­ნე­ბო­და.

ეს ის ნანა ფარ­ჩუ­კაშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც დღემ­დე ად­ვო­კა­ტია და ფა­რუ­ლად დიდი ოდე­ნო­ბით, ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­ულ­ში ვდებთ ბრალს!თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო / Tbilisi City Courtჩვე­ნი ეზოს უფ­ლე­ბებს ჩემი ძვირ­ფა­სი მე­გობ­რის ეკა ბე­სე­ლია-ს სა­ად­ვო­კა­ტო ბი­უ­რო იცავს და ზუს­ტად ვიცი, სი­მარ­თლე გა­ი­მარ­ჯვებს!თაღ­ლი­თე­ბის ად­გი­ლი ცი­ხე­შია!” – წერს სტეფ­ნა­ძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved