• რეკლამა
  • კონტაქტი
01:48, პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

26 საქმის განხილვა მიმდინარეობს ერთ წარმოებად, რაც არის წარმოუდგენელი – თითქმის 20 საათია, თბილისის სააპელაციო სასამართლო არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრებს განიხილავს

ალია ავტორი - ალია
12:46 11-07-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
95

თითქმის 20 საათია, თბილისის სააპელაციო სასამართლო არჩევნებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრებს განიხილავს. “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა” და “ჩემი ხმის” წარმომადგენლები 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევაზე დავობენ.

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ ერთდროულად 26 საქმის განხილვა მიმდინარეობს, რაც წარმოუდგენელია.

“საია-ს შეტანილი ჰქონდა 12 საქმე. თორმეტივე საქმე გააერთიანა. ეს საქმეები, მასობრივად, ეხება ყველა ტექნოლოგიური უბნის ბათილობას აღმოსავლეთ საქართველოში. ამ საქმეს მიუერთა სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების სხვა დავები, რომელიც, ასევე უბნების ბათილობასთან არის დაკავშირებული და, ჯამში, გამოვიდა, რომ 26 საქმის განხილვა მიმდინარეობს ერთ წარმოებად, რაც არის წარმოუდგენელი”, – აცხადებს ნონა ქურდოვანიძე.

ამავე სხდომაზე განიხილება თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებაც, რომელსაც ცესკო არ ეთანხმება. საარჩევნო ადმინისტრაციამ მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილება მეორე ინსტანციაში გაასაჩივრა. ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ თუ მოსამართლის აცილების საფუძველი არსებობდა, ეს პირველი ინსტანციის სასამართლოში უნდა გაკეთებულიყო.

“როგორც იცით, თეთრიწყაროში ჩვენ მოვიგეთ საქმე, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ისინი ამბობენ, რომ მოსამართლე იყო მიკერძოებული, ამიტომ მოსამართლის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი და მის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები არ უნდა იყოს ეს საქმეში. ეს არანაირად დასაბუთებული არ არის – მათ თუ ჰქონდათ მოსამართლის აცილების საფუძველი, ეს უნდა გაეკეთებინათ პირველი ინსტანციის სასამართლოში”, – აცხადებს ნონა ქურდოვანიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved