არხში ახალგაზრდა დაიხრჩო. “ინფო რუსთავის” ცნობით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, “თბილსრესის” მიმდებარედ, არხში, 25 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა, არხზე საბანაოდ მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც ის მოულოდნელად გაუჩინარდა.
ფაქტის შესახებ დარეკეს 112-ში, ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურისა და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.
4-საათიანი ძებნის შემდეგ სამაშველო სამსახურმა ბიჭის ცხედარი იპოვა.
კომენტარები