• რეკლამა
  • კონტაქტი
19:01, ხუთშაბათი, 9 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

25 მილიონი რომ გაყო 3 მილიონ-ნახევარზე, 59 თეთრი გამოდის, რას გვაყვედრით? – მეუფე ანტონი

ალია ავტორი - ალია
11:51 05-25-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

„25 მილიონი, სამ მილიონ მოსახლეობაზე, თვეში ერთ სულ მოსახლეზე 0.59 თეთრია. არ გრცხენიათ რას გვაყვედრიან?“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტი ანტონი წერს.

მეუფე აღნიშნავს, რომ ეკლესიას ქვეყნისთვის უფრო მეტს აკეთებს.

„დაფიქრდით 25 მილიონი, სამ მილიონ მოსახლეობაზე, თვეში ერთ სულ მოსახლეზე 0.59 თეთრია. არ გრცხენიათ რას გვაყვედრიან? დედა ეკლესია ქვეყანას ამაზე მეტს არ აკეთებს?

მაშინ როცა ნებისმიერი სახელმწიფო უნივერსტიტეტი, ინსტიტუტი, ტელევიზია 140 მილიონ ლარს ღებულობს.

თქვენ იცით ჩემი შეხედულებანი ევროპაზე, პირველად ჩვენთან ეპარქიაში ჩემი კურთხევით ჩამოყალიბდა ევრო კლუბი- სურიონი, სადაც მოსწავლე ახალგაზრდობა არა მარტო ეცნობა, არამედ მათ შეხედულებებს ევროპისეულ ღირებულებებზე უზიარებს რაიონის ახალგაზრდობას, ჩვენი მოსწავლეები არიან ახალგაზრდა ევროპარლანამენტის წევრები, არ გავაგრძელებ მათი წარმატებების შესახებ, მინდა მხოლოდ ვთქვა, ჩვენი დედა ეკლესიისადმი მტრულად განწყობილი ძალები ფინანსდებიან და მათ მხარს უჭერს ევროპა და ამერიკა, ეს ძალები ასევე აქტიურად არიან ჩართული ლგბტ-ების მხარდასაჭერ ღონისძიებების ჩატარებებში და მრავალი სხვა, ხომ არ კეთდება აქედან ის დასკვნა, რომ მათ ეკლესიის ლანძღვა გინებაში მხარს უჭერს ისინი ვისგანაც სულდგმულობენ.

ეს ძალა ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენ გვაფიქრებინოს რომ ესაა ევროატლანტიკური ღირებულებები და ასეთ ფასეულებეს გავემიჯნოთ.

თუ დღეს ეკლესიაში არის სასულიერონი, მრევლი, რომელთაც ვიცით ევროპული ღირებულებები, ნელ ნელა გვრცხვენია თქვენს მაგიერ და ვეღარ ვცემთ პასუხს რუსულ ნარატივებს… შემდეგ გიკვირთ ეკლესიისაგან ევროპისა და ამერიკის დემონიზაცია.

უნებლიედ ფიქრობ რომ კომუნისტური მარწუხებისაგან განთავისუფლებულებმა და ეიფორიაში მყოფებმა, ალერსით გაბრუებულებმა და საკენკით მიტყუებულებმა, შეცდომით ხომ არ ავირჩიეთ ევროატლანტიკური გზა, რადგან ეს გზა ჩვენი ლანძღვა გინების, დისკრედიტიზაციის, და მომავალი თაობების ეკლესიისადმი ზიზღით აღზრდისკენაა მიმართული.

ნუ გვაფიქრებინებთ რომ თვალახელილებმა ხელახლა გადავსინჯოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი.. შევაგროვოთ ხელმოწერები და მოვითხოვოთ რეფერენდუმი გვინდა თუ არა იმ ღირებებულებით და ფასეულობებით ცხოვრება, სადაც ეკლესიის სიძულვილი, ტრადიციების და ოჯახობრივი სიწმიდეების უგულელყოფაა. თქვენ, თქვენი უგუნურებით არა მარტო ეკლესიის მტრები და მოძულენი ხართ, არამედ ვისგანაც სულდგმულობთ მათიც…“, – წერს მეუფე ანტონი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved