• რეკლამა
  • კონტაქტი
00:13, ოთხშაბათი, 17 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

25 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის – ნახეთ რა გელით ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით

ალია ავტორი - ალია
13:13 12-25-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
191

2021 წლის 25 დეკემბრის ყველაზე ზუსტი ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის და მთავარი მოვლენები, რომლებიც ამ დღეს გელით. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და რა უნდა გააკეთოთ, რომ პრობლემები თავიდან აიცილოთ და იღბალი მიიზიდოთ.

ვერძი

ვერძი ძალა და ენერგიაა, რომელიც ყოველგვარ დაბრკოლებას გადალახავს, მაგრამ საკუთარი შესაძლებლობების  გადაჭარბებული შეფასების გამო შეიძლება ისეთ საქმეს შეეჭიდოს, რომელიც მის შესაძლებლობებს აღემატება. ასე თუ მოხდა, ყველაფრის თავიდან დაწყება მოგიწევთ, ამიტომ მეტი სიფრთხილე და წინდახედულება უნდა გამოიჩინოთ.

კურო

ეს დღე კუროსთვის მშვიდი და ნაყოფიერი იქნება, თუმცა არ არის გამორიცხული დროებითი სირთულეები. შეიძლება წარსულის პრობლემებმა, რომლებიც უკვე დაგავიწყდათ, თავი ყველაზე შეუფერებელ დროს შეგახსენოთ. ნერვიულობის მიზეზი არ გაქვთ – ახლობელი ადამიანების და მეგობრების დახმარებით ყველა სირთულე უკან დარჩება.

ტყუპები

დილიდან უმიზეზი ნერვიულობა შეგიპყრობთ. თავს და ჯანმრთელობას გაუფრთხილდით და ეცადეთ ყველა წვრილმანი გულთან ახლოს არ მიიტანოთ. მშვიდად და ღრმად ისუნთქეთ – ცხოვრება ხომ ასე მშვენიერია, თან მოახლოებული დღესასწაულისა და ფეიერვერკების ფონზე. თქვენი პროფესიულ კარიერის თავზე წარმატების  იღბლიანი ვარსკვლავი  აინთო, რაც სასიხარულო ცვლილებების მანიშნებელია. თუ სამსახურს ეძებთ, ხელსაყრელი დღეა მიზნის მისაღწევად.

კირჩხიბი

თუ წარმატებაზე ოცნებობთ, მშვიდად ყოფნის და ლოდინის დრო არ გაქვთ. გაითვალისწინეთ, რომ ასეთ ადამიანი ვერაფერს ღირებულს ვერ მიაღწევს და არც ვარსკვლავები დაეხმარებიან. მცირე მონდომება და ჩვეულზე მეტი მუშაობაც კი საგრძნობ შედეგებს მოიტანს და შედეგს მაშინვე იგრძნობთ. ამ დღეს შეუძლია თქვენი ცხოვრება „მანამდე“ და  „მის  შემდეგ“ გახადოთ და წარმატება მოგიტანოთ.

ლომი

სრული წარმატება სამსახურში და პირად ცხოვრებაში. გახსოვდეთ, რომ შრომატევადი სამუშაო სრულფასოვან დასვენებას მოითხოვს, წინააღმდეგ  შემთხვევაში უბრალოდ  ვერ გაუმკლავდებით. პერიოდული  შესვენება და  საღამოს  განტვირთვა უბრალოდ აუცილებელია იმისათვის, რომ ახალი ძალებით აივსოთ და ყოველ ჯერზე, წარმატებისკენ ნაბიჯი გადადგათ.  

ქალწულის

ამ დღეს ქალწულებს სიურპრიზები ელით. თუ ზოდიაქოს ეს ნიშანი მოქმედებას გადაწყვეტს,  მოულოდნელი  შესაძლებლობები გამოჩნდება. მთავარია, შესაფერისი მომენტი ხელიდან არ გაუშვათ. შეიძლება ოჯახის წევრებთან  ურთიერთობის დროს მცირე პრობლემები წარმოიშვას, მაგრამ საბოლოოდ ეს ნათესაურ კავშირებს უფრო გააძლიერებს.

სასწორი

ეს დღე განსაკუთრებით წარმატებულია შემოქმედებითი უნარებით დაჯილდოვებული სასწორებისთვის. შესაძლებლობა გექნებათ საკუთარი უნარები სრულად გამოავლინოთ და მიზნებს მიაღწიოთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია  მოვლენების ხელსაყრელი განვითარება, რაც ოჯახის, მეგობრების, კოლეგებისა და უფროსების თვალში თქვენს ავტორიტეტს უფრო აამაღლებს. ეცადეთ დრო გამონახოთ, რომ საკუთარ თავთან განმარტოვდეთ და გრძნობებში გაერკვეთ.

მორიელი

ამ დღის ამოცანაა კარგად დაგეგმვა და სწრაფად მოქმედება. გაითვალისწინეთ, რომ საქმის მიმართ პროფესიული  მიდგომა და მყისიერი მოქმედება, როდესაც ამას არავინ ელის, უზარმაზარ წარმატებას მოგიტანთ. დღესასწაულის წინ ეცადეთ კარგად დაისვენოთ, რამდენიმე დღის შემდეგ ამის საშუალება აღარ გექნებათ.

მშვილდოსანი

ეს დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია სასიყვარულო ურთიერთობებისთვის. სავსებით შესაძლებელია, რომ სწორედ  დღეს შეხვდეთ ადამიანს, ვისთანაც მთელ ცხოვრებას სიყვარულში გაატარებთ. მთავარია, რომ დროულად შენიშნოთ და მიხვდეთ, რომ ეს მონათესავე სულია. სამსახური წარმატებით გაგახარებთ, განსაკუთრებით,  თუ მკვეთრ და  ნაჩქარევ  გადაწყვეტილებებს არ მიიღებთ.

თხის რქა

თხის რქები ყველას დაუმტკიცებენ, რომ თავიანთი საქმის ნამდვილი პროფესიონალები არიან  და მათთან შეჭიდებას  ვერავინ გაბედავს. ეს ოჯახის ფინანსურ მხარეზე, კარიერულ წინსვლასა  და ბიზნესის განვითარებაზე  სასიკეთო  გავლენას მოახდენს. ბობოქარი სასიყვარულო ურთიერთობა გელით.

მერწყული

შეყვარებული მერწყულების ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ თქვენი გარემოცვა ზედმეტად ერევა თქვენს პირად ცხოვრებაში, რამაც შეიძლება თქვენს ურთიერთობაში კონფლიქტები გამოიწვიოს. გახსოვდეთ, რომ წყვილი ორი ადამიანის ურთიერთობაა და არა სამის, ოთხის ან ხუთის. ოჯახის ბიუჯეტს „რკინის ხელით“ მართავთ, მაგრამ გულის  სიღრმეში გსურს განიცადოთ შოპინგის სიამოვნება და საკუთარ თავს საჩუქრები უძღვნათ, რაც დიდი ხანია არ მომხდარა.

თევზები

თუ საყვარელი ადამიანი გყავთ, თამამად ისაუბრეთ ამაზე და ნუ საზოგადოების რეაქცია ნუ შეგაშინებთ. გეჩვენებათ, რომ  უინტერესო და უსარგებლოსამსახური გაქვთ. ვერ ხვდებით რაში მდგომარეობს თქვენი საქმიანობა და გსურთ  თავი  უფრო მნიშვნელოვან საქმეს მიუძღვნათ. ნუ აჩქარდებით. გადაწყვეტილების მიღებამდე ეცადეთ მოსალოდნელი შედეგები გათვალოთ და საჭიროების შემთხვევაში რჩევა ახლობელ ადამიანებს კითხოთ. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა  – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება

15:57 09-16-2025
თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო

13:45 09-16-2025
PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

16:13 09-15-2025
თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა

15:40 09-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved