Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 7293-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 090 036 აცრა გაკეთდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 808 889 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 743 927, გარდაიცვალა 11 422 პაციენტი.
კომენტარები