Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 2 500-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 311 840 აცრა გაკეთდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 890 813 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 837 263, გარდაიცვალა 12 777 პაციენტი.
კომენტარები