Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 11 808-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 454 879 აცრა გაკეთდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 922 707 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 878 022, გარდაიცვალა 13 443 პაციენტი.
კომენტარები