Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 11 720-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 495 435 აცრა გაკეთდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 930 544 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 890 733, გარდაიცვალა 13 707 პაციენტი.
კომენტარები