Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 11 161-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 349 643 აცრა გაკეთდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 901 202 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 849 090, გარდაიცვალა 12 918 პაციენტი.
კომენტარები